თავი5

-მან კატას თავში დიდი ქვა ჩაარტყა.
ვალემ საწოლზე დაგდებული თავგაჩეჩქვილი კატა ხელში აიყვანა და იუჯინს აჩნება.
-იუჯინ ის არაღ იქნება ცოცხალი? აღარ მეთამაშება?
ვალე იუჯინს უემოციო სახით უყურებდა, მის სახეზე ერთი კუნთიც კიარ გატოკებულა, მაგრამ მის თვალებში უდიდესი ტკივილი იკითხებოდა.
-ვალე მისმინე...
-მოკვდა?
-კი.
ვალემ უსული სხეულს ეხუტებოდა. ვალეს ხელებზე კატის სისხლი სდიოდა.
-ვალე...
ვალე საწოლზე დაწვა და მოიკუნტა, კატას კი ხელიდან არ უშვებდა, ისე ეხუტებოდა თითქოს მისი გაცოცლება შეეძლო.
-ეხლა აღარავინ მყავს. ვის ვეთამაშო?
-მე ვარ და გეთამაშები.
-შენთან არ მინდა.
-რატომ?
-შენ ადამიანი  ხარ.
-მერე რა?
-არ მინდა! ადამიანები ცუდები ხართ და... სულ მტკენთ.
-ვალე...
-რა?
-გაბრაზებული ხარ იმ კაცზე?
-ხო, თან ბოდიშიც არ მომიხადა.
-ეხლა რას გრძნობ?
ვალე იუჯინს ხელი ყელზე ჩამოუსვა.
-აქ ვგრძნობ რაღაცას.
-რას?
-მოწყენილი ხარ?
-კი.
-გინდა ხასიათზე მოგიყვანო?
-როგორ?
იუჯინმა ვალეს ხელი თმაზე დაადებინა.
-მოეფერე თუ გინდა.
ვალე იუჯინის თმას ეფერებოდა და ეთამაშებოდა.
-მოგწონს?
ვალემ იუჯინს თავი დაუქნია.
-იუჯინ!
ვალე შეხტა.
-რა მოხდა?
-მოგკლავს.
ვალე იუჯინს ყელზე ხელს უსმევდა.
-ვისი ხელია?
იუჯინს გაეღიმა.
-უბრალოდ ნახატია, არაფერს დამიშავებს.
ვალე ყურადღებით ათვალიერებდა იუჯინის ტატუს, ის ჩონჩხის ხელის ყოველ დეტალს აკვირდებოდა.
-ტატუ ქვია ამას.
-მეც მინდა, ოღონდ სხვანაირი ნახატი.
-კარგი, მე გაგიკეთებ.
-მართლა?
-მართლა, მართლა.
ვალემ იმდენად იყო გატაცებული იუჯინის ტატუთი რომ მკვდარი მეგობარი აღარ ახსოვდა, იუჯინი კი შავი კალმით მის ხელზე ნახატებს ტოვებდა.
-ვალე საჩუქარი მოგიტანე.
-რა საჩუქარი?
იუჯინმა ზურგ ჩანთიდან ფერადი, საბავშვო წიგნი ამოიღო.
-აი ნახე, წიგნი მოგიტანე.
-წიგნი?
-ხო, ყვავილებზე და მცემარეებზე.
ვალემ წიგნის თვალიერება დაიწყო.
-გინდა რაღაც გავაკეთოთ?
-რა?
-ეხლა ეზოში გავიდეთ და წიგნიდან მცენარეები მოვძებნოდ.
იუჯინს ვალეს აღქმა აინტერესებდა, დაკითხვას კი ვალესთვის კომფორტული მეთოდი არჩია.

-იუჯინ...იუჯინ...
-ხო გისმენ.
-ვიპოვე ერთი, ნახე.
ვალემ იუჯინს ვარდი და გადაშლილი წიგნია მიაწოდა.
-ყოჩაღ.
ვალემ გაიღიმა, გაცნობის დღიდან ეს ვალეს პირველი გულწრფელი ღიმილი იყო.
-მიდი აბა კიდევ მოძებნე.
-იუჯინ...
-გისმენ?
-შეიძ...
იუჯინმა ვალეს ხელი თმაზე დაადებინა.
-შეიძლება.
ღიმილით უთხრა იუჯინმა.
-მადლობა.
ვალე იუჯინთან ახლოს მიიწია.
-რას აკეთებ?
ვალემ იუჯინის თმაში ვარდი ჩაამაგრა.
-გიხდება.
-მადლობა.
ვალე იუჯინის თმას ეფერებოდა, იუჯინი კი სიამოვნებით ადევნებდა თვალს ვალეს.

ერთი თვის განმავლობაში იუჯინი ვალესთან ყოველდღიურად ბევრ დროს ატარებდა და საკმაოდ დაახლოვდა მასთან, მისი ხასიათი, აღქმა და თვისებები კარგად შეისწავლა.
ვალეს მდგარებას რაც შეეხება ერთერთი დიდი წინსვა ის იყო რომ მან ემოციების სწორი გამოხატვა ისწავლა.

Comment