თავი23

იუჯინმა ლიზა ფეხზე წამოაყენა.
-მე... მე... არაფერ შუაში ვარ.
ლიზა იუჯინს მოეხვია.
-გთხოვ იუჯინ მიშველე.
ვლადი მკაცრი გამომეტყველებით უყურებდა ლიზას.
-ნუ გეშ...
ვალეს ხმა გაისმა სიბნელიდან.
-რას აკეთებთ?
ვალეს თვალები გაუფართოვდა როდესაც ლიზა დაინახა, რომელიც იუჯინს ეხვეოდა.
-იუჯინ ეს ხომ...
ვალე იუჯინს მივარდა და ლიზას ხელი კრა, საწყალი გოგო ძირს დაეცა, ვალეს კი ისტერიკა უტევდა.
-აქ...აქ რა უნდა!? იუჯინ.
ვალე იუჯინს საწყალი თვალებით უყურებდა.
-ვალე შენ რა იცნობ ამ გოგოს?
გაოცებული სახით იკითხა ვლადმა, მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა ვალემ, მას ახლა სხვა სადარდებელი ქონდა.
-შენი თავი უნდა წამართვას!? არა... არ...
-ვალე დამშვიდდი.
-რატომ გეხუტებოდა!?
აკანკალებული ხმით იკითხა ვალემ.
-ჩემო პატარავ მე მხოლოდ შენ მიყ...
ვალე ლიზას მივარდა და ხელი გაარტყა.
-ძუკნა!
ვალე ლიზას თმებში წვდა და სახეში ურტყამდა.
-ჩემ იუჯინს როგორ შეეხე!?
ვლადს და იუჯინს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ერთი შეხედვით პატარა გოგოს მოსაგერიებლად.
-ვალე პატარავ გეყოს!
-შვილო გაჩერდი!
ვალე გამოათრიეს.
-პატარავ მომი...
ვალე იუჯინისგან განთავიფლებას ცდილობდა.
-მოგკლავ! როგორ შეეხე შე ბოზო!? იუჯინი ჩემია!
იუჯინმა ვალე მკლავებში მოიქცია.
-დამშვიდდი პატარავ, შენთან ვარ პატარავ გესმის?
-იუჯინ...
ვალეს ცრემლები წამოუვიდა.
-ვალე იუჯინს გაყევი საძინებელში.
ვალემ ლიზას შებღვირა.
-მოგკლავ იცოდე! ბოზო! აღარასდროს შეეხო!
-წამოდი ვალე, გეყოფა.
იუჯინი და ვალე საძინებელში ავიდნენ, ვლადი კი ლიზასთან დარჩა.
-ლიზა... ლიზა... შენი ძმის დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგო.
-არა გთხოვთ.
ლიზას ცრემლები წამოუვიდა, ის დაუცველი და შეშინებული იყო.
-რა დაგიშავა ვალემ ასე რომ... გაუუბედურეთ ცხოვრება!?
ვლადმა მძიმედ ამოისუნთქა.
-გთხოვთ გამიშვით, რაიდერის საქმეებზე თქვენგან გავიგე.
ვლადი ვერ ახდენდა ზეწოლას პატარა და დაუცველ გოგოზე.
-სანამ შენ ძმას ციხეში ჩააყუდებენ აქ იქნები!
-გამიშვით!
ლიზა ვლადის ფეხებში ჩავარდა.
-გთხოვთ! გევედრებით! მე...მე...ქორწილი მაქვს.
-ჩემ შვილს კი ცხოვრება ქონდა, მაგრამ წაართვით.
ვლადმა ჯერ კიდევ ვერ დაძლია ბრაზი და სიძულვილი.
-მე არაფ...
-მოკეტე!
ვლადმა ლიზა პატარა, ბინძურ ოთახში ჩაკეტა და მონატრებული შვილის მოსანახულებლად წავიდა.
-იუჯინ როგორაა?
ვალე იუჯინის კალთაში იჯდა, ხელები კისერზე ქონდა შემოხვეული, იუჯინი კი მას თმაზე ეფერებოდა.
-მამა...
ვალემ აცრემლიანებული თვალებით ვლადს შეხედა.
-რატომ ტიროდა მამიკოს გოგო?
-არ გეტყვი.
-რატო მა?
ვალემ ცრემლები მოიწმინდა.
-უთხარი პრინცესავ.
იუჯინმა ვალეს თმა გაუსწორა.
-ვიეჭვიანე.
ვლადს გაეღიმა და ვალეს თავზე ხელი გადაუსვა.
-ვალე იუჯინთან საქმე მაქვს, ცოტ...
-იმასთან მიგყავს?
-არა ვალე, ლიზა აქ აღარაა.
იუჯინმა ვლადს გახედა.
-იუჯინთან მინდა ყოფნა.
-პატარავ გვიანია, უკვე უნდა დაძინო.
-იუჯინ...
-ნუ მაბრაზებ, დაწექი და დაისვენე, თორემ მეწყინება.
-ხვალ მნახავ?
-კი, აუცილებლად.
-კარგი.
წვილი ერთმანეთს დაემშვიდობა, იუჯინმა და ვლადმა კი კაბინეტში  გადაინაცლეს.
-იუჯინ ლიზასთან ურთიერთობა გქონდა, რაიდერზე რატომ არაფერი იცოდი?
-მე არც კი ვიცოდი რომ ძმა ყავს.
ვლადმა ამოიხვნეშა.
-სანამ იმ ყლეს სასამართლო მოუწევს  ლიზა აქ მეყოლება.
-მაგრამ ვალე...
-იუჯინ შენთან რომ წაიყვანო, გთხოვ.
იუჯინი დაიბნა, ვლადი მას  ახრჩობდა და ემუქრებოდა ეხლა კი ვალეს ანდობს.
-გადავიხდი, თუ გინდა სხვა გვეყანაში წადით დაისვენეთ ან სასტ...
-ხვალ ჩემთან წავიყვან.

Comment