თავი24

-ვალე... გაიღვიძე მამიკოს პრინცესავ.
ვალე საწოლზე წამოჯდა.
-მამა რატომ მაღვიძებ?
ვალემ ვლადს შებღვირა.
-ხო იცი არ მიყვარს ადრე ადგომა.
-მამიკოს პრინცესავ ნუ ბუზღუნებ და ადექი.
-არ მინდა!
-ჰმ...
ვლადი ოთახიდან გავიდა და იუჯინთან ერთად დაბრუნდა.
-პატარავ...
ვალე წამში გამოფხიზლდა.
-იუჯინ.
ვალე იუჯინს ჩაეხუტა.
-ჩემო გოგო მე ხომ შენთან ვცხოვრობდი?
-ხოო.
-ეხლა შენი ჯერია.
ვალე იუჯინს გაოცებული უყურებდა.
-წამოხვალ ჩემთან?
-კი კი კი.
-მიდი გაემზადე და ჩალაგდი.
-ორი წამი მჭირდება.
ვლადი და იუჯინი გარეთ გავიდნენ.
-იუჯინ ყოველ დღე დაგირეკავთ იცოდე.
-ნუ ღელავთ, შეიძლება რაღაც გკითხოთ?
-კი.
-ლიზას რას უპირებთ?
-არ ვიცი მაგრამ სანამ სასამართლო არ იქნება არ გავუშვებ და ვეცდები რამე გავარკვიო.
გახარებული ვალე იუჯინს მოეხვია.
-მზად ვარ.
ვალე ვლადს მოეხია.
-გაიქეცი პრინცესავ.
ვალე და იუჯინი გაემგზავრნენ.
-მოვედით პატარავ.
წყვილს სემის მიერ მომზადებული ვახშამი დახვდა.
-მამა როგორ ხა...
სემმა იუჯინს წამოარტყა.
-რატომ არ მითხარი სტუმრები რომ გვყავს!?
სემმი ვალესთან მივიდა.
-როგორ ხარ?
ღიმილით ჰკითხა სემმა ვალეს.
-თქვენ?
იუჯინმა ვალეს ხელი გადახვია.
-მამა ორი წუთი წამოდი.
იუჯინმა სემი ცალკე ოთახში გაიყვანა.
-მამა ვალე ჩემი პაციენტი აღარაა, ის...
იუჯინმა მძიმედ ამოისუნთქა.
-ჩვენ შეყვარებულები ვართ.
-რა!? იუჯინ შეიშალე?
კაცის სახიდან ღიმილი გაქრა.
-რატომ?
იუჯინი ნამდვილად არ ელოდა ესეთ რეაქციას.
-ეს გოგო ავადმყოფია, ფსიქიატრიულში უბრალოდ არ აწვენენ.
-მამა შენ როგორ ამბ...
-მისმინე... დედაშენი გაიხსენე, იგივე ბედი გინდა რაც მე?
-ვალე გამოჯამრთელდა და შეწყვიტე!
-იუჯინ კარგად დაფიქრდი.
იუჯინმა ამოიხვნეშა.
-ნორმალურად მოექეცი და არაფერი აგრძნობინო!
გაღიზიანებული იუჯინი ვალეს დაუბრუნდა.
-კიდევ აქ დგახარ? წამოდი ოთახში.
იუჯინმა ვალე თავის პატარა ოთახში შეიყვანა.
-მოეწყვე პატარავ.
ვალემ ნივთები ამოალაგა და იუჯინთან ერთად თაროებზე დაალაგა.
-პატარავ წამოდი ვჭამოთ.
ვალეს სახე გაუბრწყინდა.
-წამო წამო.
-მოშივდა ჩემ პატარას.
წვილმა სამზარეულოში გადაინაცვლა, სადაც უკვე მოკრძალებული სუფრა იყო გაწყობილი.
-მამა მადლობა.
ვალეს სახეზე გაოცება და გაუგებრობა დაეტყო.
-რა მოხდა კნუტო?
-არაა არაფერი.
ვალემ ერთჯერადი ჩანგლით დაიწყო ჭამა, მას მოერიდა იუჯინისთვის ჩანგლის შეცვლის თხოვნა, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ მხოლოდ მისთვის იყო განკუთლი ერთჯერადი ჩანგალი.
-მოგწონს პატ...
იუჯინმა ვალეს ჩანგალი შეამჩნია.
-მამა ეს რას ნიშნავს?
-იუჯინ სოფიც ხომ...
იუჯინმა მაგიდას ხელი დაარტყა.
-მამა არ გრცხვენია!?
იუჯინმა ვალეს ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა.
-იუჯინ...
-პატარავ რა არი!?
იუჯინს ტონის კონტროლი უჭირდა მან ვერ გაანალიზა ის რომ ვალეს თითქმის უყვიროდა.
-რამ...
ვალეს ცრემლები წამოუვიდა.
-მაპატიე ჩემო პატარავ შენზე კიარ ვარ გაბრაზებული.
იუჯინი ვალეს ჩაეხუტა.
-ჩემო შტერო, ნუღარ ტირი.
იუჯინმა ვალეს ცრემლები მოწიმნდა.
-მიყვარხარ.
-მეც.
-კნუტო მშირი რომ დარჩი?
-არა არა ვჭამე.
-პატარავ მოდი სადმე შევჭამოთ და მერე კინოში წავიდეთ.
-კარგი.
-ორი წუთი დამელოდე საფულეს მოვიტან.
-კარგი.
-არსად წახვიდე!
იუჯინი სახლში დაბრუნდა.
-იუჯინ შვილო გთხოვ გამიგე შენზე ვზრუნავ.
-ეხლა არა რა!
იუჯინი ვალეს დაუბრუნდა და წყვილი დაუგეგმავ პაემანზე გაემართა, ამასობაში ვლადს ლიზას დიალოგი ქონდა გამართული.
-ბატონო ვლად მე მართლა არაფერი ვიცოდი.
-მაგ სირმა ჩემი შვილი შენს გამო გაიტაცა!
-უბრალოდ  ვუყვებოდი...
-რას!?
-როგირ მექცეოდა ის პატარა ძუკნა! რამდეჯერ მიტირია მის გამო!
ლიზამ მთელი სიძულვილი ჩადო ერთ წინადადებაში.
-ჩემი შვილი ეგეთი არ იყო!
-ზუსტადაც შენს გამო იყო ეგეთი, არაფერი დამიშავებია მისთვის, ყოველ წამს კი იმას იძახდა რომ...         ლიზას ცრემლები წამოუვიდა.
-მშობლები არ მყავს, რომ ობოლი და ღარიბი ვარ.
ვლადს სახე შეეცვალა.
-ვალე ამას ვერ იზამდა.
ვლადს საკუთარ სიტყვებში ეჭვი შეეპარა.
-ნუ დამიჯერეთ, შენი შვილი ტირანი იყოო!
ვლადმა ლიზა მარტო დატოვა და მთელი ღამე ფიქრს დაუთმო იყო თუ არა მისი შვილი დამნაშავე თავის უბედურებაში.

Comment