7

დიდხანს ვფიქრობდი რაუნდა ჩამეცვა...
ოთახის კარზე ლუკამ დააკაკუნა
-მალე გამოხვალ?
-არააა..
როგორც იქნა გადავწყვიტე და ძალიან მომწონდა,მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და გავედი...
-ძა..ლიან ლამაზი ხარ...თან გამიღიმა მეც გავუღიმე და წავედით...
-ჯერ მანქანით წავიდეთ მერე გავისეირნოთ თორე დავიღლებით...
-კაი...ჩავჯექით მანქანაში და წავედით...
უცებ ფეხზე ლუკას ხელი ვიგრძენი...
ოღონდ ახლა არ მაღვიძებდა...ისევ ისეთი თბილი იყო. სარკიდან შემომხედა ალბათ რეაქცია აინტერესებდა მაგრამ მივხვდი რო მიყურებდა და არაფერი შემიმჩნევია..
მთელი გზა ესე ვიყავით სანამ არმივედით.
-გადმოდი...მითხრა და გადავიდა,მეც გადავედი და ჩვენს წინ გაიშალა სრული სილამაზე,ვერ ვხვდები ამ ბიჭმა საიდან იცის ასეთი ლამაზი ადგილები...გრძელი ბილიკი იყო,გარშემო ხეები...
მანქანისთვის არიყო გზა თუ მანდ გასეირნება გინდოდა ფეხით...შევუდექით გზას მთელი გზა ხმას არვიღებდი იქაურობას ვაკვირდებოდი..ვგრძნობდი ლუკას მზერას...როგორ მაკვირდებოდა.
ზოგჯერ მეც გავხედავდი..ვერ ვიჯერებდი
რომ ამ ლამაზ ადგილას მასთან ერთად ვსეირნობდი...ცოტა ვილაპარაკეთ და წამიყვანა სახლში.ისეთი დაღლილი ვიყავი ეგრევე ჩამეძინა..

კვირა დღე სახლში გავატარე...მთელი დღე ვიწექი და ამელიეს ველაპარაკებოდი.ლუკას მთელი დღე არაფერი მოუწერია.არც მე მივწერე...
საღამოსკენ ემა მოვიდა ჩემთან..
-გაემზადე მივდივართ.
-სად
-ზურას party აქვს გავერთობით..
-ვინარი ზურა?
-არგახსოვს? შენზე რო გიჟდებოდა...
ღმერთო როგორ  უყვარდი თავსაც მოიკლავდა...იქნებ ეხლაც უყვარხარ..
-შენი აზრით არმკიდაა?
-აუ აეგდე და წავედით რაა...
ცოტა გართობა მინდოდა მითუმეტეს არც ლუკა მწერდა და წავედი...ზურა ვნახე უფრო გალამაზებულა...ვილაპარაკეთ და მერე სმა დავიწყე...ზედმეტად მთვრალი ვიყავი როცა ზურა მოვიდა...
-მეცეკვები?
-არა
-სულ არშეცვლილხარ..გთხოვ
ისეთი მთვრალი ვიყავი მომინდა უცებ ცეკვა ავდექი და მე და ზურამ ცეკვა დავიწყეთ...უცებ ლუკა შევნიშნე...რამის გულმა დამარტყა ვერ მივხვდი აქ რაუნდოდა თან მიყურებდა და ვგრძნობდი როგორ ბრაზდებოდა ზურას რო ვეცეკვებოდი...
-ზურა იმ ბიჭს აქ რაუნდა?
-ჩემი ძმაკაცის ძმაკაცია და ეგეც მოვიდა..
რამე პრობლემაა?
-არა არაფერი...დავიღალე აღარ მინდა ცეკვა..არც დავაცადე პასუხის თქმა ეგრევე გავაშვებინე ხელები და დავჯექი...ზურა გვერდით მომიჯდა და ლაპარაკი დამიწყო ძველ ამბებზე ...მინდოდა მეთქვა არმინდა შენთან ლაპარაკი თქო მარა მაგას ხო არვეტყოდი ისევ ჩუმად ვიყავი,თან ვუყურებდი როგორ სვავდა სიმწრისგან ლუკა...იეჭვიანა..
სხვა გზა არმქონდა და ყურადღების გადასატანად ისევ ზურას მივუბრუნდი და ლაპარაკი დავუწყე...რო გავიხედე ლუკას ვიღაც გოგო ეჯდა კალთაში და ეფერებიდა,კოცნიდა...ნეტა ეს არ მენახა
იქვე გავშრი...ესეც მათესავი ან მეგობარი ხო არიქნებოდა არააა...ლუკა უღიმოდა ზუსტად ისე როგორც მე...ცრემლებს ვეღარ ვაკონტროლებდი წამოვხტი და გავიქეცი...

Comment