6

ბევრი ვილაპარაკეთ...უკეთესადაც გავიცანით ერთმანეთი და გადავწყვიტეთ უკვე წავსულიყავით...ჩავჯექით მანქანაში და წავედით...გვიანი იყო და ისევ მეძინებოდა რათქმაუნდა
-თუ გეძინება დაიძინე...შემატყო
-არა იყოს...არვიცი საიდან მომაფიქრდა მაგრამ უცებ ვკითხე.-შეყვარებული გყავს?
ჩაიცინა...-რაში გაინტერესებს?
-პროსტა...კაი არმითხრა..
-არმყავს..შენ?
-არა
სახლამდე მიმიყვანა დავემშვიდობე და სახლში ამოვედი...ეგრევე დავწექი და The Night We Metს ვუსმენდი...არმინდოდა ლუკაზე მეფიქრა მარა მაინც მეფიქრებოდა...ღმერთო რაგამიკეთა ამ ბიჭმა...ამ ფიქრებში ჩამეძინა...

გავიღვიძე,გავემზადე და სკოლაში წავედი
დერეფანში ლუკა დავინახე ვიღაც გოგოს როგორ ეხუტებოდა ამ მომენტში საშინლად ვიგრძენი თავი...თვითონ ალბათ არც შევუმჩნევივარ...ეგრევე კლაში შევედი,ტირილი მინდოდა თავს ძვლივს ვიკავებდი. გაკვეთილებმა ისე ჩაიარა ლუკასთვის არც შემიხედავს...
ხო ამჯერად უნდა გამოვტყდე..შემიყვარდა
ხო მე ლუკა შემიყვარდა...თავი შემაყვარა და დღეს ვიღაც გოგოს ეხუტებოდა...

მთელი დღე სახლში ვიყავი მოწყენილი...
ემამ დარეკა:
-გამო ჩემთან
-არმინდა
-რაგჭირს?
-არ ვარ ხასიათზე...ხმაზე მეტყობოდა რო არვიყავი კარგად
-კაი..ძაან გამიკვირდა ეგრევე რო დამთანხმდა მარა ამ მომენტში მაგაზე არ მიფიქრია...ცოტა ხანში კარზე ზარი გავიგე
ხო,რათქმაუნდა ემამ მომაკითა...
რათქმაუნდა მიხვდა..ძვლივს ავდექი და გავუღე კარგი
-რაგჭირს გოგო შენ
-არაფერი....
-არგიცნობდე მაინც...მთელი დღე დებილივით იყავი სკოლაში...მოყევი რამოხდა...აზრი აღარ ქონდა დამალვას..
-ლუკა დავინახე დღეს ვიღაც გოგოს ეხუტებოდა..
-მეღადავები?...მოგწონს ხო
-ალბათ...
-აღიარე ლილეე
-ხო...
-იქნებ მეგობარია...
-რომელთანაც აქამდე არასდროს დაგვინახავს...
-აბა შეყვარებულია?
-გუშინ მითხრა რომ არყავს მაგრამ ალბათ მომატყუა...
-კარგი რაა....
ემა გვიანიბამდე იყო ჩემთან დამამშვიდა და რო ჩამეძინა მაშინ წავიდა...დღეს შაბათია და მიხარია იმ "წყვილის" დანახვა რო არ მიწევს...ტელეფონზე შეტყობინება მომდის რომ ლუკამ დამაფოლოვა...
ისე გამიხარდა კივილი დავიწყე მაგრამ მერე გამახსენდა გუშინდელი ამბავი...
არდამიფოლოვებია...დაახლოებით 10 წუთში მესიჯი მომდის მისგან
-არდამიმატებ?
-ვინც არაა ღირსი არვიმატებ...
-რატო არვარ?
-რავი...დამსინა რათქმაუნდა,რას მომწერდა...15 წუთში ისევ მომწერა
-შენს სახლთანვარ ჩამოდი...
-არმინდა...
-კაი მაშინ მე ამოვალ...დავსინე რადგან დარწმუნებული ვიყავი არამოვიდოდა...
უფრო სწორად ვერ მაგრამ როდესაც კარზე ზარი გავიგე იქვე გავშრი...თავიდან ვიფიქრე არგავაღებ თქო მარა მერე ვიფიქრე გავაღებ გავიგებ რაუნდა თქო მოკლედ რააღარ ვიფიქრე მარა ბოლოს მაინც გავუღე...ძაან ბედნიერი ვიყავი მაგრამ არვიმჩნევდი და პირიქით ვაიგნორებდი...კარი გავაღე და სახეზე არც შემიხედავს...შემოვიდა და დივანზე დაჯდა...არც კი მომესალმა იდიოტი...
-ხოო აბა რატო არვარ ღირსიო?
-იმიტომ...
-ლილე ჩემს მოთმინებას ნუ ცდი...
ამიხსენი რადავაშავე...
-რავიცი აბა...
-კარგი მაშინ გეტყვი რომ სკოლაში ვისაც ვეხუტებოდი ჩემი ნათესავია...სანამ სახლს ვიყიდიდი მასთან ვცხოვრობდი...
მაგრამ აქ მთავარი იცი რაარის?
შენ იეჭვიანე...
ვერ გავიაზრე საიდან მიხვდა, ვერ მივხვდი ვერაფერს მაგრამ თან ვერაფერს ვამბობდი ვიყავი ესე ჩუმად და სახეშიც ვერ ვუყურებდი..
-არაფერს იტყვი?
-არა...სწრაფად ვუთხარი...ჩაიცინა
-წამო გავისეირნოთ რა...ახლა ყველაზე მეტად სეირნობა მინდოდა მითუმეტეს ლუკასთან ერთად...ცოტა ხანს ჩუმად ვიყავი..
-არწამოხვალ?
-კაი.....გამოვიცვლი
-არა ისე ეგ პიჟამოებიც გიხდება რატო უნდა იწვალო,ისევ ჩაიცინა და ბალიში გავუქანე კიდე იცინოდა მაშინმე ოთახში გავიქეცი...ძალიან ბედნიერი ვიყავი....

______________________________
დადაამ....ვინმეს მოგწონთ?

Comment