16

სიბილ ჯონს-ზაბინი, მაღალი მუქთმიანი და სავსეტუჩება ქალი იყო. მეზობლები, რომ დაკითხეს მათ უთხრეს - დილით გავიდა, მაგრამ არ უთქვამს სადო.
მარკონ ზაბინი შეძლებისდაგვარად ინარჩუნებდა მკაცრ და შეუვალ სახეს მაგრამ მაინც არ გამოსდიოდა მთლად.

ჰარი სტაილსი თერთმეტსაათიანი ფრენის შემდეგ ვირჯინიაში დაბრუნდა, მაგრამ მანამდე ექთან ზეინს დაურეკა და სთხოვა ჩემს - პაციენტს გააგევინეთ, რომ გავდივარო.

განყოფილებაში სრული ქაოსი იყო. სიბილი ის იყო, ვისთვისაც სურდათ მკვლელი 7 დღეზე ნაკლებში ეპოვნათ. ახლა ყველას ზაბინის ცოლის სიცოცხლე აღელვებდა. საქმეში ვირჯინიისა და ჩიკაგოს განყოფილებები ერთად ჩაერთვნენ. სამძებრო საქმიანობები დაიწყო. იმედს იტოვებდნენ, რომ ის კარგად იყო და სისხლიანი ჯო სულაც არ ყოფილა ამ საქმეში გარეული.

"ოფიცერო, მადლობა, რომ აქ ჩამოხვედით. ახლა ყველას დახმარება მჭირდება. თქვენ ცოტათი ხომ მაინც შეიცანით მკვლელთა ფსიქოლოგია?!" ზაბინი ფეხზე წამოდგა და სტაილსს ხელი ჩამოართვა.

"სერ, როგორც კი გამომიძახეთ ჩამოვედი. საქმის დეტალები ჯერ არც კი ვიცი." თქვა ჰარიმ და იქვე ჩამოჯდა.

"მოკლედ გეტყვით, ის რაც მნიშვნელოვანია. ერთი კვირის უკან ჩიკაგოში ჩავიდა დედამისთან. გუშინ მარტამ დამირეკა, ძალიან შეშინებული იყო და ამბობდა, რომ სიბილი დაიკარგა. მაშინვე პოლიცია ჩავრთე. თუ იმ ნაბიჭვარმა რამე..."

"სჯობს დაწყნარდეთ, სერ. ჩემს საუკეთესოს ვეცდები." ჰარიმ ხელი ხელზე დაადო. თითქოს ამით უთანაგრძნობდა.

"ჰარი რახან ჩიკაგოში ხართ, მინდა რომ ამ საქმეს მიხედოთ. მეზობლებს გაესაუბრეთ, ყველა ახლო მდებარე ქუჩა ნახეთ. უბრალოდ ამჟამად გენდობით."

ჰარიმ ხმა აღარ ამოიღო, მხოლოდ თავი დააქნია. ხელში ის პორტფოლიო ამოიარა, რომელშიც მოგროვებული იყო ინფორმაცია სიბილზე.

როგორც ჩანდა, სიბილი სამხატვრო აკადემიის მასწავლებელი იყო. არაფერი იყო მის ცხოვრებაში ისეთი, რაც ხელის ჩასაჭიდს მისცემდა. ჰარი უბრალოდ დაკვირვებულად ეცნობოდა მასზე ძალიან მწირ ინფორმაციას, რომელიც ისევ ზაბინის ჰქონდა ამ დილით გაკეთებული. სიბილ ჯონსი, ბაზაში მხოლოდ იმიტომაა ნახსენები, რომ შუქნიშანზე დაყოვნებისთვის დააჯარიმეს.

***
თერთმეტ საათიანი ფრენა
უკან ჩიკაგოსკენ ნამდვილად არ იყო ჰარისთვის კარგი. შინ თენდებოდა, რომ დაბრუნდა მაგრამ არაფერი უჭირს. ორი საათითაც, რომ დაიძინოს კარგი იქნება.

საბანში თბილად, რომ გაეხვა და თვალები დახუჭა, მაშინვე გაითიშა. ისედაც დაღლილი მოეშვა და მორფეუსის სამყაროს მისცა თავი.

როდესაც ჰარი იღვიძებს, ჯერ გადაწყვეტილი აქვს, რომ ლუი ინახულოს. ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს და ლუის მოუყვეს თუ რატომაც წავიდა ასე უცებ ვირჯინიაში. მისი თეთრი ყელიანი სვიტერი კისერს უსუსხვადა და მთელი გზა გაღიზიანებულ კანს იზელდა.

ლუი პატარა ღიმილით და ანთებული თვალებით ხვდება ჰარის. როდესაც ჰარიმ მოუყვა ზაბინის ცოლის სიბილის ამბავი ლუიმ ზურგი აქცია და კედელს დააშტერდა თან თავის ორეგამის თვიტფრინავს თითებით აწვალებდა. გაცრეცილი ქაღალდი შრიალებდა ყოველი შეხების გამო.

"სისხლთან რატომ აქვს ასეთი დამოკიდებულება?" ლუიმ შუბლი დაიზილა. მისი ტვინი ყოველი უჯრედით ცდილობდა კითხვებზე პასუხი ეპოვნა.

"იქნებ..." ჰარიმ შეპარვით თქვა მაგრამ გაჩუმდა.

"რატომ გაჩუმდი?" ლუიმ თავი მოაბრუნა.

"სისულელეა, შეუძლებელია ეს იყოს." თქვა ჰარიმ და სახეზე ჩამოისვა ხელები.

"მითხარი... მაინტერესებს რა გაგახსენდა."

"როდესაც სწავლის პირველ კურსზე ვიყავი, ჩვენმა ბიოლოგიის პროფესორმა ერთი დაავადება ახსენა. სასაცილოა ახლა ამას, რომ ვიხსენებ რა შუაშია ეს ორი ერთმანეთთან მაგრამ..." ჰარიმ თავი გააქნია.

"ჰარი, სისულელე თუ იქნება გეტყვი, უბრალოდ მითხარი." ლუი მთლიანად შემოტრიალდა.

"კარგი, ჩვენი პროფესორი ერთ დაავადებაზე გვიყვებოდა... სახელად პროფირია - ეს დაავადება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევაა. ამ დროს თუ სწორად ვიხსენებ, ვერ ხერხდება ჰემოგლობინის სინთეზი... ამ დაავადებას ვამპირიზმითაც იცნობენ."

"ჯანდაბაა!" ლუიმ დაიყვირა და ისეთი სახე მიიღო თითქოს რაღაც ახალი აღმოაჩინა. "ჰარი! სასწრაფოდ ჩიკაგოს საველე ჰოსპიტალში უნდა წახვიდე!"

"კი, მაგრამ რატომ?"

"იმიტომ, რომ ის მსხვერპლებს სწორედ იქ პოულობს! სწორედ ასე იგებს მსხვერპლთა სისხლის ჯგუფებს! გაიგე იყო თუ არა სიბილ ჯონსი უკანასკნელ დღეებში მისული ჰოსპიტალში და გაარკვიე, რომელი მედდა გაყვა!"

ჰარიმ წარბები აზიდა და წუთი დასჭირდა სანამ ყოველივეს არ გაიაზრებდა. თვალები გააფართოვა, გაუცნობიერებლად გადაიხარა ლუისკენ და მის მთრთოლვარე ბაგეს მიეწება. ლუიმ ღრმად შეისუნთქა ჰარის ოდეკოლონის ძლიერი სურნელება და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რაც მის თავს ხდება ყოველი დეტალი რეალურია.

"ახლა კი წადი და საქმეს შეუდექი." ლუიმ გაიცინა.

მას შემდეგ რაც ჰარიმ სიბილის დედას გამოჰკითხა, ბოლოს რა ეცვა და თუ დაიბარა სად მიდიოდაო გადაწყვიტა ახლომდებარე ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გამოეთხოვა. სანამ ყველაფერი გამზადდებოდა, ტაქსი დაიჭირა და ჩიკაგოს საველე ჰოსპიტალისკენ აიღო გეზი.

"ვირჯინიის პოლიცია, მთავარ ექიმს მინდა გავედაუბრო." ჰარიმ მისი მოწმობა დაანახა მიმღებში მჯდარ ქალს. მანაც ზლოზვნით გადარეკა და მალევე მთავარი ექიმი გამოჩნდა, რომელსაც ხელევი თეთრი ხალათის ჯიბეებში ეწყო.

"ოფიცერო.... სტაილს. რამ შეგაწუხათ?"

"თქვენთან რამოდენიმე კითხვა მაქვს და მადლიერი დავრჩები თუ ითანამშრომლებთ."

"ჩემს კაბინეტში შევიდეთ." მთავარი ექიმი, გვარად ქეიჯი ლიფტის ღილაკს აწვება და როდესაც კარი იხსნება შიგნით შედის.

"არდილია ბეიკერს უთხარით, რომ ნახევარ საათში ჩემს კაბინეტში შემოვიდეს." მდივანი, რომელიც რაღაც ჩანაწერებს აკეთებდა მაშინვე თავს უქნევს უფროს ექიმს.

ქეიჯი კარგი მასპინძელი გამოდგა, მაგრამ უარი განაცხადა პაციენტთა პირად ინფორმაციების გასაჯაროებაზე მანამ სანამ სასამართლო ოქმი არ ექნებოდათ ხელთ.

"ექიმო, თქვენ ხალხის სიცოცლით არ ვაჭრობთ, ვიცი ეს რამდენად ამორალურიცაა იყო ექიმი და ასეთ რამეს გაბრალებდნენ. წარმოიდგინეთ, ალბათ თქვენც გყავთ ცოლი, ქალიშვილი ან თუნდაც ვაჟი. ხელი შეგვიწყვეთ, რომ მკვლელობათა სერია შევაჩეროთ." ჰარიმ თითები ერთმანეთში ახლართა და ზედმეტად მძიმე ხმით დაიწყო ლაპარაკი.

"ოფიცერო, თქვენც უნდა გამიგოთ. მე კანონიერი უფლება არ მაქვს პაციენტებისა და ჩემი პერსონალის პირადი ინფორმაცია ასე ვანიავო. თანაც თქვენ ჯერ ისევ სტუდენტი ბრძანდებით და არანაირი წოდება არა გაქვთ."

"მაგრამ თუ თქვენ უბრალოდ ამ მსხვერპლთა უკანასკნელ ვიზიტებს მანახებდით და კიდევ იმ ადამიანს, ვინც თქვენს ჰოსპიტალში მედ-დახმარება გაუწია ეს საქმეს წინ წაწევს და მკვლელის კვალზე გავალთ."

"ოფიცერო, მოდით ხვალ, ზეგ ან იმის მერე. მოდით მაშინ, როცა სასამართლო ნებართვას გასცემს. მანამდე კი, მაპატიეთ. ვერაფრით გეხმარებით."

"მაშინ ერთი თხოვნა მაქვს სერ. გადაამოწმეთ ვინმე შუა ხმის ასაკის პირი, რომელიც უკანასკნელი სამი თვის მანძილზე გთხოვდათ სისხლის ბანკიდან რეზუს B ან O-ს. ისეთი ადამიანი, რომელიც პროფირიითა დაავადებული."

"პროფირია?" ქეიჯმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს რაღაცას მიხვდა. "ხვალ მობრძანდით ოფიცერო ჰარი. ყველანარი დოკუმენტს მოგცემთ თუ თავადაც მიჩვენებთ სასამართლო ნებართვას."

"თქვენის ნებართვით." ჰარი დგება და პატარა ღიმილით ტოვებს კაბინეტს. ლურჯ სკამზე სანიტარის ფორმაში ჩაცმული არდილია ბეიკერი იჯდა. მუქი თმა ორ ნაწნავად ჰქონდა გაყოფილი. ჰარი, რომ დაინახა ღიმილით დაუკრა თავი.

"ის განთავისუფლდა?" მისი ხავერდოვანი ხმით ჰკითხა ჰარის და ფეხზე ადგა. ტანით ჰარიზე ბევრად დაბალი იყო.

"კი, ის თავისუფალია."

"მადლობა."

Comment