32

სამი დღის მანძილზე ჰარი წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო, ლუი ტორონტოს ციხეში წაიყვანეს, რადგან ჰარისთან ახლოს არ ყოფილიყო. სამი დღის შემდეგ კი სასამართლო სხდომა სწრაფად ჩაინიშნა.

"ჰარი სტაილს, სახაზინო ადვოკატი გამოგიყვეს."

ერთ-ერთმა ოფიცერმა გისოსებზე დააკაკუნა და შემდეგ საკნის კარი ჩხაკუნით გამოხსნა. ჰარის მაჯებზე ბორკილები დაადეს და შეხვედრების ოთახში გაიყვანეს.

შეხვედრების ოთახში დაახლოებით ორმოცი წლის სმოკინგში გამოწყობილი კაცი დახვდა. მუქი თმა თმის უამრავი საშუალებებით იდეალურად ჰქონდა გადაწეული. მისი ქეისი შავი ტყავის იყო, ოქროსფრად ინიციალები იყო ამოტვიფრული C. M.

"მისტერ სტაილს, მე ქრისტიან მაკკეროი, თქვენი ადვოკატი ვარ." იღიმის და ფეხზე დგება.

როდესაც ჰარის მაგიდასთან სვავენ, ხელებს სკამზე სპეციალურ რკინის მაჯურებში უმაგრებენ და გადიან.

"თუ დანაშაულს აღიარებთ, ვადას შეგიმსუბუქებენ. თქვენი დანაშაული ამჟამად ისედაც დამნაშავის თანამზრახველობაა. კანონები კი ჩემზე უკეთ იცით."

ჰარი ღრმად ხვნეშის და თავს მაგიდის ზედაპირზე დებს.

"ლუი როგორ არის?" მისი ხმა ჩახლეჩილი და გამომშრალია.

"ტორონტოს ციხეშია და სავარაუდოდ დღევანდელი სასამართლო პროცესისთვის ამზადებენ. თქვენც დაბარებული ხართ, როგორც მოწმე და დამნაშავე."

ჰარი თავს უქნევს, ცოტახანი მდუმარედ უსმენს ქრისტიან მაკკეროის, რომელიც საქმის მასალებს აცნობს. ის სახაზინო ადვოკატია და ჰარიმ ზუსტად იცის, თითსაც არ გაანძრევს იმისთვის, რომ ჰარი გაამართლოს, ის უბრალოდ მთავრობის ფორმალური ფინიაა, რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს და ამაში ჯილდოს მისცემენ. სწორედ ამიტომ ისიც ბედნიერი ძაღლივით გააქიცინებს კუდს და კუთხეში დაჯდება.

მომდევნო ორი საათის მანძილზე სტაილსი ჯავშან-მანქანითა და ორი შეიარაღებული პოლიციელით სასამართლოს შენობისკენ მდუმარებაში მგზავრობდა.

სასამართლოსთან უამრავი ჟურნალისტი იდგა, მათი ხმები ერთმაბეთში ირეოდა. კამერები ჰარისკენ იყო მიმართული.

"მართალია, რომ თქვენ და ლუი ტომლინსონს რომანი გქონდათ?"

"ლუი ტომლინსონმა მოგიტაცათ?"

"ლუი ტომლინსონი სიკვდილით გემუქრებოდათ?"

ჰარი ხმას არ იღებდა, მდუმარედ მიდიოდა წინ, სანამ დედის თვალები არ დაინახა. დედამისი აცრემლებული, იმედგაცრუებული მზერით უყურებდა უმცროს ვაჟს. ჰარის გული მოეწურა.

"ჰარი ჩვენ აქ ვართ." ჯემა გამამხნევებლად იღიმის და მის სხეულს აკრობილ ანეს ხელს უსვამს.

ჰარი სასამართლო დარბაზში შეიყვანეს, სადაც უკვე იჯდა ლუი, დამნაშავის სკამზე. მისი მუქი რგოლები თვალების გარშემო და ცისფრად მოელვარე თვალები შორიდანვე ჩანდა. ჰარიმ ლუის პატარაზე გაუღიმა და მოსამართლის მარცხენა მხარეს პოლიციელებს გაყვა.

"ჰარი სტაილს, დაიფიცეთ, რომ იტყვით მხოლოდ სიმართლეს." მოსამართლე ბიბლიას უდებს წინ.

"ვფიცავ." ჰარი ღრმად ისუნთქავს.

სასამართლო პროცესი დაიწყო. მედ-პერსონალი დაიკითხა, ასევე ჰარის ოთახის მეზობელი მელკოლნ სტივენსი და ჰარის კურატორი, ნაილ ჰორანი. ისინი საუბრობდნენ, როგორი კარგი და პროფესიონალი იყო ჰარი და აღნიშნეს მისი წარმატება 'სისხლიანი ჯო'-ს საქმეში.

ბოლოს იყო ზეინ მალიკი, ექთანი ტორონტოს ციხეში და 'მსხვერპლი'.

"მისტერ მალიკ, თქვენ ერთ-ერთი ოქროს მოწმე ხართ. ჰარი სტაილსი და ლუის ტომლინსონი ბოლოს თქვენ ნახეთ." პროკურორმა ფაილებიდან ცხვირი ამოყო და ზეინს შეხედა. "გაიხსენეთ ის ღამე, თქვენმა ნებისმიერმა ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება მთელი საქმე შეცვალოს."

"იმ ღამით, ლუის ტომლინსონმა თვითმკვლელობა სცადა და თითქმის წარმატებითაც განახორციელა. საწოლის კუთხით სცადა საკუთარი არტერია გადაეჭრა და სისხლისაგან დაცლილიყო, მაგრამ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო. როგორც კი ტომლინსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ვალდებულად ჩავთვალე მისტერ სტაილსისთვის ეს ინფორმაცია შემეტყობინებინა, რადგან მანამდე ის ტომლინსონთან მუშაობდა." ზეინი წყალს სვავს, რადგან ყელი უშრება. "სტაილსი მოვიდა, მეკითხებოდა საქმის ვითარებას და გადაწყვიტა პაციენტი მოენახულებინა, მე ამ დროს ფოიეში მედდას ვესაუბრებოდი. სულ რაღაც ხუთ წუთში მეც ოთახში შევედი, როდესაც დავინახე, როგორ დაესხა თავს ლუის ტომლინსონი ჰარი სტაილსს და ემუქრებოდა, რომ თუ არ დაეხმარებოდა დედამისს და მის დას მოკლავდა," ზეინმა ხმა ჩაიწმინდა და ლუის გახედა, რომელიც თავს უქნევდა.

"ასე არ იყო! ტყუილია!" ჰარიმ დაიყვირა, მაგრამ მოსამართლემ ჩაქუჩი დაარტყა და სიწყნარე მოითხოვა.

"ჰარი სტაილსი ჯერ ისევ შოკურ მდგომარეობაშია, ტომლინსონმა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა, იმ მცირედი ინფორმაციით რასაც ის ფლობდა. ვცადე ტომლინსონი მომეცილებინა და დამამშვიდებელი გამეკეთებინა, მაგრამ მან ხელი მკრა და არტერიაში შემიყვანა ძლიერი ძილის წამალი. ლუის ტომლინსონმა ჰარი სტაილსი იარაღის ზეწოლით აიძულა მისი გატაცება განეხრციელებინა. მთელი დროის განმავლობაში, მისტერ სტაილსი იღებდა ძალიან დიდ სტრესს. ის მსხვერპლია."

"ასე არაა! ზეინ მორჩი ტყუილებს! მოყევი სიმართლე!" ჰარი ყვირის.

"მისტერ სტაილს ბოლოჯერ გაფრთხილებთ! ან დაწყნარდენით, ან სასამართლო პროცესიდან გაგაძევებთ." მოსამართლე ჰარის გამაფრთხილებელ მუქარას აძლევს. "ბატონო მალიკ, არის რაიმე გარემოება, რაც თქვენზე ზეწოლას ახდენს ან გაშინებთ?"

"ა-არა სერ, არანაირი ზეწოლა არ არსებობს."

"კარგით, სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად." მოსამართლე და ყველა მასთან ერთად ფეხზე დგება. ნაფიცი მსაჯული გარეთ გადის, ჰარის ბორკილებს ადებენ, ლუი კი სწრაფად გაყავთ გარეთ.

"ლუი!" ჰარი ეძახის და ცდილობს დაეხსნას პოლიციელებს, რომლებიც აკავებენ. "ლუ!"

"ყველაფერი კარგად იქნება ჰარი!" ლუი შორიდან უყვირის.

"ხომ იცი, აღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო."

"ძვირფასო, უბრალოდ მოიცადე."

"იცი, არაფერია იგივე."

ჰარის ცრემლები ახრჩობს, ვერ მიდის ლუისთან, რომ მოეხვიოს. გული ეწურება, სხეული სტკივა და ყვირილისგან ხმა ერთმევა. ლუი ისევ მიჰყავთ, ისევ აცილებენ.

***
ერთი საათის შემდეგ მოსამართლე კვლავ დაბრუნდა სხდომათა დარბაზში. ჩაქუჩი დააკაკუნა და ხმა ჩაიწმინდა.

"საქმე ნომერი: 543-28. სასამართლო გავიდა განაჩენის გამოსატანად, შეკრიბა მოწმეთა ჩვენება და პირველ ეტაპზე გადაწყვიტა: დამნაშავედ სცონს ლუის უილიამ ტომლინსონი, დაბადებული 24 დეკემბერს, 1991 წელს. ლუის ტომლინსონი ტორონტოს ციხეში, მკაცრი ზედამხედველობით განაგრძობს სასჯელის მოხდას.
რაც შეეხება ჰარი ედვარდ სტაილსს, დაბადებული 1 თებერვალს 1994 წელს, ის იქნას ცნობილი მსხვერპლად და მიესაჯოს შინა პატიმრობა, სანამ სასამართლოს მეორე სხდომა არ ჩაინიშნება. საბოლოო განაჩენს გამოვიტანთ ერთ თვეში, ახლა კი სხდომა დასრულებულია." ჩაქუჩი მაგიდაზე კაკუნობს და ხალხი ფეხზე დგება.

ყველა ერთმანეთში იწყებს არევას, ჰარი გაშტერებული იყურება. ხელბორკილებს ხსნიან, მაგრამ მას ესეც არ ანაღვლებს. წინ მხოლოდ ლურჯად მოელვარე თვალებს, ხედავს.

ლუის თვალები სარკისებურია, ჰარის მათი პირველი შეხვედრა ახსენდება და სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელი უვლის.

ჰარი ლუისკენ მიდის, მიდის და მკლავებს ხვევს მას. ხალხი ერთმანეთში ირევა, ვერავინ ამჩნევს მათ, ვერავინ ხედავს მათ, ისინი ცალკე კაფსულაში არიან, საკუთარ სამყაროში.

კაფსულა ნელ-ნელა ინგრევა...

სამყარო ტრიალს წყვეტს...

ჰარის მკლავებიდან აცლიან ლუის...

"ჩვენ საკმარისად არ გვისაუბრია, უნდა გავიხსნათ, მანამ სანამ ეს ყველაფერი ძალიან ბევრი იქნება, ოდესმე ვისწავლით? აქამდე აქ არ ვყოფილვართ, მხოლოდ ესაა რაც ვიცით." ჰარის ცრემლები ლაპარაკში ხელს უშლის. გულამოსკვნით ტირის და ყელი სტკივა. სული სტკივა.

"ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგად იქნება. სიყვარული მხოლოდ ძლიერებისთვისაა, პირველად ვარ ასეთი ძლიერი." ლუი იღიმის და უკან იხევს.

"ჩვენ აქედან უნდა დავეხსნათ, მათ მითხრეს, რომ დასასრული ახლოსაა. ჩვენ უნდა დავეხსნათ." ჰარი ლუის ხელებს ეჭიდება.

"ვიცი შენი ნაწილი დატოვე, საწოლის ქვეშ ყუთში გამოკეტილი, მაგრამ კარგად ვართ." ლუი ჰარის ებღაუჭება მაგრამ ის მიყავთ.

"დაიმახსოვრე, ყველაფერი კარგად იქნება. ერთმანეთს ისევ შევხვდებით. სადღაც, სადღაც შორს აქედან." ჰარი ამბობს და ლუი ხელებიან უსხლტება.

ლუი წავიდა.

Comment