* * *

ერთი წლის წინ
  თეჰიონის pov:
ჯონგუკის წასვლის შემდეგ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.სახლში უგულოდ დავეხეტებოდი.კალენდარზე მონიშნული დღე შევნიშნე. 1 სექტემბერი, "ჯონგუკის დაბადების დღე".ჯანდაბა,მხოლოდ ორი დღე დარჩა,სიურპრიზი უნდა მოვუწყო.მაგრამ ჯერ საჩუქრის საყიდლად უნდა წავიდე.მინდა რამე ლამაზი ვუყიდო.ისეთივე ლამაზი და საყვარელი როგორიც ჯონგუკია,სათუთი და ნაზი.უცებ ისიც მომაფიქრდა,რომ მის ნახატს ვაჩუქებდი.მაგრამ არა,ჯერ დაუმთავრებელია.ვერც დავთმობ,მინდა მე მეკუთნოდეს.შეიძლება ძალიან ეგოისტური საქციელია.მაგრამ ვერავის დავუთმობ.ვერც ჯონგუკს დავუთმობ ვინმეს.
  სახლიდან გამოვედი.ფეხით მივდიოდი.საოცარი, ძალიან მშვიდი ამინდია.ერთ-ერთ საჩუქრების მაღაზიაში შევედი.ბოლოს  კურდღელის სათამაშო ავარჩიე.თეთრი ნაზი ბეწვით,დიდი ყურებითა და ხელში სტაფილოთი.იმედი მაქვს ძალიან გაუხარდება.
  გზად პარკში გასეირნება გადავწყვიტე.ხალხი ირეოდა.ბავშვები აქეთ-იქით დარბოდნენ,ხელში ნაყინები ეჭირათ,იმდენად საყვარლები იყვნენ სიცილი ვერ შევიკავე.შეყვარებული წყვილებიც დასეირნობდნენ,ხელი-ხელ ჩაკიდებულები.ნეტავ მე და ჯონგუკი როდის ვივლით ასე.ჯონგუკ ახლა სად ხარ?უკვე მომენატრა.
   შორს ნაცნობი ფიგურა შევნიშნე.ლამაზი გამოყვანილი ტანის.ჯონგუკ,ჯონგუკ პატარავ, გავიფიქრე და მისკენ გავიქეცი.მაგრამ გავჩერდი,პატარა, ლამაზი გოგონა ჩემი ჯონგუკისკენ გაიქცა და ჩაეხუტა.ვინ არის?ერთ წამში ათასმა აზრმა გამიელვა თავში.ჯონგუკი არ მომატყუებდა.ალბათ მისი დაა.მისკენ წავედი.
_ჯონგუკ(მე)
ჯონგუკი და უცნობი გოგონა ჩემსკენ შემობრუნდნენ.ჯონგუკმა როგორც კი დამინახა გოგონას ხელი მოიშორა.სახეზე ფერი არ ედო,შეშინებული თვალებით მიყურებდა.რასაც კარგი ფიქრებისკენ ნამდვილად არ მივყავდი.
_ჯონგუკ,ვინ არის?(მე)
_გამარჯობა,მე ჯონგუკის საცოლე,ელენა ვარ(ელენა)ამის მეტი სიტყვა არ გამიგია.საცოლე,საცოლე,ჯონგუკის საცოლე.ჯონგუკს საცოლე ჰყავს.სწრაფად ვტრიალდები და გაურკვეველი მიმართულებით მივდივარ.უბრალოდ მინდა აქაურობას გავექცე,უბრალოდ მინდა რეალობას გავექცე.
_თეჰიონ,თეჰიონ, მოიცადე(ჯონგუკი)ჯონგუკი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ჩემს სახელს.მომსდევდა,ცდილობდა გავეჩერებინე,ცდილობდა ყველაფერი აეხსნა.მაგრამ აღარ მჭირდებოდა.იმდენად გაბრაზებული,იმდენად იმედგაცრუებული ვიყავი არაფერი მჭირდებოდა.ყველაფერი გასაგები იყო,ჯონგუკმა მომატყუა,ჯონგუკმა მიღალატა.
_თეჰიონ,მაპატიე გთხოვ,ყველაფერს აგიხსნი,ჩემი ბრალი არაა, გეფიცები.ახსნა დამაცადე,სხვა გზა არ მქონდა(ჯონგუკი)
_აბა ვისი ბრალია ჯონგუკ?(მე)ბოლო ხმაზე ვუღრიალე.ჯონგუკისთვის ასე არასდროს მიყვირია.არ ვიცოდი რას ვაკეთებდი,სრულ ჭკუაზე არ ვიყავი.
_მაპატიე თეჰიონ,გთხოვ მაპატიე.სხვა გზა არ მქონდა(ჯონგუკი)
საჩუქარი გავუწოდე.
_ნახვამდის ჯონგუკ,შენს საცოლეს მიხედე(მე)
ჯონგუკისთვის აღარ შემიხედავს.ვიცოდი ტიროდა,ვიცოდი ისიც ჩემსავით ნერვიულობდა.ვერ შევხედავდი,ვერც ვაპატიებდი.უბრალოდ შევტრიალდი და გზა გავაგრძელე,უკან მოუხედავად.ჯონგუკის ძახილი მესმოდა,მესმოდა როგორ მემუდარებოდა გავჩერებულიყავი.მაგრამ არა,მას უკვე სხვა ცხოვრება ჰქონდა მე კი ზედმეტად დავაგვიანე...

Comment