* * *

თეჰიონის pov:
საფოსტო ყუთი შევამოწმე,მაგრამ იქ ისევ არაფერია.პატარა ჩაბნელებულ ოთახში შევედი და საწოლზე უსულოდ დავწექი.ჯერ ჭერში ყურება დავიწყე. შემდეგ ოთახს თვალი მოვავლე,ფუნჯები,გუაშები,ოთახის შუაგულში მოლბერტი იდგა,მასზე ტილო და ჯერ კიდევ დაუსრულებელი ნახატია.ჩამოფარებული ფარდები კიდევ უფრო უსულოს ხდის ამ ოთახს,თითქოს საუკუნეა მასში არავის უცხოვრია.
აქეთ-იქით დაყრილ ყუთებს შორის სადაც უამრავი უაზრო ნივთი ყრია.პატარა ალუმინის ყუთი შევნიშნე,ხელით შევეხე.გული ამიჩქარდა,თითქოს ისევ იგრძნო სიცოცხლე.ისევ გააღვივა კარგა ხნის მიძინებული სიცოცხლის წყურვილი.ყუთს წამით უკან ვდებ.რადგან ვიცი რაცაა მასში.რადგან ვიცი, რომ ეს ისევ მატკენს. ვიცი,რომ მიძინებული გრძნობები მხოლოდ და მხოლოდ ტკივილს მომიტანს.თუმცა, გრძნობები, თუნდაც ყველაზე ღმა ადგილას მიმალული,მოსვენების საშვალებას არ მაძლევს,თითქოს გულს სურს ადრინდელივით ძგერდეს სიხარულისგან.
ყუთს ისევ ვიღებ და ვხსნი.მასში ლამაზად ჩაწყობილი წერილებია.წერილები,რომლებიც უამრავ საიდუმლოს ინახავს...

უკანასკნელ წერილს გვერდით ვდებ და ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს ვიწმენდ.
_და როდის შეწყდა წერილების გამოგზავნა?
_ან საერთოდ როდის დაიწყო?

ერთი წლის წინ:
სამხატვრო გალერიიდან სახლში მივედი.როცა საფოსტო ყუთში წერილი შევნიშნე.ჩემს სახელზე იყო, რა თქმა უნდა,წამოვიღე და ჩემი ბინისკენ გავწიე.
ძალიან დავიღალე, საწოლზე წამოვგორდი და წერილი ამოვიღე.
ნეტა ვისგანაა.წერილი ამოვატრიალე "* * *" სამი ფიფქი?ვინ უნდა იყოს?ნეტა ვინმე ხომარ ხუმრობს?მასზე მხოლოდ ეს და მისამართი ეწერა.კონვერტი გავხსენი მასში ფურცელია.რა საინტერესოა, ყოველთვის მიზიდავდნენ იდუმალი რაღაცები.

წერილში მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა.

_მომენატრე(* * *)

Comment