თავი 41

იუნგი: - შეგვიძლია ჯისუ დავაბრუნოთ - იუნგის სიტყვებმა მეფეც და პრინციც გააკვირვა

ჯინი: - ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რათა ის დაგვებრუნებინა, თეჰიონი კინაღამ დავკარგეთ... ჩვენ გვსურდა ჯისუს ბედნიერება ეპოვა იმ სამყაროში სადაც ის ცხოვრობდა. მაგრამ ახლა რატომ უნდა დაბრუნდეს? რომც გვინდოდეს ეს ხომ ჯისუს სურვილი არ არის. არ ვიცით დათანხმდება თუ არა

იუნგი: - მართალია, პრინცი თეჰიონი, ის ისევ ცოცხალია. ეს კი დროის საკითხია. მომიტევეთ პრინცო ამას რომ გეუბნებით, მაგრამ ის რომ არ მოკვდით, არ ნიშნავს იმას რომ არ მოკვდებით. ეს შეიძლება ჯისუს წასვლიდან რამოდენიმე წამში, თვეში ან სულაც წელში მოხდეს. მაგრამ თქვენი სიკვდილის მიზეზი აუცილებლად ჯისუ იქნება

თაე: - და როგორ შევძლებთ მის დაბრუნებას?

5 დღის შემდეგ*

ჯუიანგი: - იმუშავებს? - იკითხა და მის წინ მდგომ სამ მამაკაცს გახედა - მერწმუნეთ მეფეო, ყველაფერს გავამეთებ რომ ის დავაბრუნო

ჯინი: - ჯუანგ, თუ მას დაბრუნების სურვილი არ ექნება და ბედნიერია მის სამყაროში მაშინ არ დააძალო... ეს მისი გადაწყვეტილებაა

იუნგი: - კარგი, ჯუიანგ ამ შენობაში როდესაც შეხვალ მაშინ საბოლოო სართულზე უნდა ახვიდე. როდესაც ამას გააკეთებ უკვე მიხვდები თუ რა უნდა გააკეთო... წარმატებები - ჯუიანგი დიდ შენობაში შევიდა. შენობა ძველ სტილში იყო აშენებული და საკმაოდ ლამაზი იყო. თეჰიონი და ჯინი კი ნერვიულობდნენ. ნუთუ ჯისუ მოისურვებდა აქ დაბრუნებას? ნუთუ იქნება ეს შესაძლებელი? - მინდა შეგახსენოთ, თუ ის აქ დაბრუნდება მაშინ იმ სამყაროში ყველა დაივიწყებს. აქ კი სამუდამოდ გაიჭედება

თეჰიონი: - ამას რატომ აკეთებ? რატომ გვეხმარები?

იუნგი: - ამას ჯიუსსთვის ვაკეთებ, ის ადამიანია რომელმაც სიცოცხლის ხალისი შემმატა, ის ბედნიერებას იმსახურებს. მე კი ბედნიერს მხოლოდ შენს გვერდით ვხედავ - მზერა ჯინს მიაპყრო და ამდენი ხნის შემდეგ პირველად გაიღიმა. რამოდენიმე წუთი სიჩუმე იყო, მალევე კი ჯინმა დაარღვია სიჩუმე

ჯინი: - რამდენი დრო დასჭკრდება?

იუნგი: - სადღაც საათნახევარი. მაგრამ უნდა ვიმედოვნოთ რომ ჯუიანგი იმდენად ძლიერია რომ შეძლებს მის აქ მიყვანას, ვიმედოვნებ სწორი ადამიანი შეარჩიეთ.

ჯინი: - ჯანდაბა, უკვე ორი საათია ვეოდებით. იქნებ რამე მოხდა? - ჯინი უკვე ანერვიულდა და ადგილს ვერ პოულობდა. სამივენი შენობის გარეთ იდგნენ სრულ სიბნელეში. არავითარი მოსახლეობა და არავითარი მცველები. ეს ადგილი სასხლისგან მოშორებით იყო.

თეჰიონი: - იქნებ_ - თაეს სიტყვა პატარა აფეთქებამ შეაწყვეტინა. თითქოს შესასვლელი კარები მაგიურად ააფეთქესო. ამ აფეთქების გამო სმივე ძირს დავარდა და ხელები აიფარეს.

თეჰიონი: - ჯისუ!! - ჯინმა ეს სიტყვები გაიგინა თუ არა მაშინვე თეჰიონს შეხედა რომელიც შენობისკენ მირბოდა, საიდანაც ჯისუ და ჯუიანგი გამოდიოდნენ - ჯისუ! ღმერთო ჩემო! შენ დაბრუნდი! ჩემი ჯისუ! - თეჰიონი ჯისუს მიეკრო და ეხუტებოდა, ისე თითქოს მის წართმევას ცდილობდნენ

ჯისუ: - თაე! მენატრებოდი! საშინლად მენატრებოდი - ჯისუსაც ხელები მოეხვია თეჰიონზე და ეხუტებოდა - ძალიან დიდი დრო გავიდა - ისინი ერთმანეთს მოშორდნენ. ჯინიც ნელა წამოდგა და მათ შორიდან უყურებდა - იუნგი! ჩემო შაქარო! ეს ყველაფერი შენ გააკეთე არა? ძალიან მომენატრე - ჯისუ ამჯერას იუნგისკენ წავიდა და სწრაფად მიეხუტა. იუნგი თავიდან გაშეშდა მის ასეთ უეცარ ქმედებაზე. არ იყო მიჩვეული რომ ეხუტებიან. შემდეგ ჩაეცინა და მანაც ჩაეხუტა ჯისუს

იუნგი: - ერთი შემახსენე შაქარი როდიდან გავხდი - ამზე ჯისუს მხოლოდ გაეცინა და მალევე იუნგისაც მოშორდა - ისევ ისეთი ლამაზი ხარ, მენატრებოდი

ჯისუ: - მადლიბა, მადლობა რომ დამაბრუნეთ - ჯისუმ ჯინისკენ გაიხედა. როდესაც ჯინმა ჯისუს მზერა დაიჭირა უცებ ანერვიულდა

ჯინი: - ჯისუ, დიდი დრო გავიდა - ჯინმა გაიღიმა და ხელები გაშალა რათა ჯისუ ჩახუტებოდა. ჯისუ არც დაფიქრებულა ისე გაიქცა ჯინისკენ, იმის მაგივრად რომ ხელები მოეხვია და ჩახუტებოდა, ხელები ლოყებზე მოკიდა და ვნებიანი და გრძელი კოცნა აჩუქა. ჯინს ჯერ ხელები გაუშეშადა რომელიც გაშლილი ქონდა, მაგრამ მალევე მოხვია ხელები ჯისუს და უფრო ახლოს მიიზიდა. ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ და სურდათ ამდენი ხნის მარტოობა ამით შეევსოთ. თეჰიონი კი გულის სიღრმეში ტკივისლ გრძნიბდა მაგრამ იღიმოდა... ის მაინც იღიმოდა. იუნგი კი ამაყი ღიმილით უყურებდს წყვილს, შემდეგ კი ჯუიანგთან მივიდა რომელიც ფეხზე ძლივს იდგა

ჯუიანგი: - არა იყოს, კარგად ვარ - თქვა როდესაც იუნგი მის დასახმარებლად მივიდა - მადლობა - იუნგიმ თავი დაუქნია და ისევ წყვილს გახედა

იუნგი: - ამის გაკეთება მხოლოდ ძლიერს შეეძლო - ჯუიანგმა იუნგის გახედა - ჯუიანგ, შენ საკმაოდ ძლიერი ქალი ხარ. შენ შეძელი რომ გემოგზაურა სამყაროებს შორის... ეს კი შენი სიმამაცის და ერთგული მეგობრობის დამსახურებაა

ჯუანგი: - ეს ჩემი უცხოპლანეტელისთვის გავაკეთე, ის ამას იმსახურებს

მალევე ხუთივენი პატარა სახლში შევიდნენ. საკმაოდ ბნელოდა, ამიტომ თეჰიონმა ერთი ღამით პატარა კოტეჯი იქირავა

თეჰიონი: - დღეს აქ დავრჩებით ხვალ კი სასახლეში წავალთ - თქვა და ოთახის გასაღები დაარიგა - ნომერი 3 ჯისუ და ჯუიანგი, ნომერი 6 იუნგი, ნიმერი 5 ჯინი. მე 7 ნომერში ვიქნები. ახლა ადით და დაისვენეთ - ყველა ოთახებში ავიდა, ყველა საკმაოდ დაღლილი იყო

ჯისუ: - ჯუიანგ, იცი ძალიან მიხარია რომ ჩემთვის დაბრუნდი - თქვა და თან სველ თმას იმშრალებდა

ჯუიანგი: - ეს იუნგის დამსახურებაა, მადლობა მას უნდა გადაუხადო - ჯისუმ გაუღიმა და ცოტახნით ისევ ისაუაბრეს მალევე კი შუქი ჩააქრეს და საწოლებში მოთავსდნენ.

ჯისუმ დაძინება ვერ შეძლო. უკვე ნახევარი საათია ცდილობს დაძინებას მაგრამ არ გამოსდის, ამიტომ გადაწყვიტა გარეთ გასულიყო. ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავიდა. სახლს უკან პატარა საქანელა ქონდა და იქ მივიდა. საქანელასთან კი სიბნელეში ფიგურა შენიშნა

ჯისუ: - თაე?

თეჰიონი: - ჯისუ? რატომ არ გძინავს? - ჯისუ თეჰიონის გვერდით ჩამოჯდა

ჯისუ: - ვერ შევძელი დაძინება, შენ?

თეჰიონი: - მეც ვერ დავიძინე და გარეთ გამოვედი...

ჯისუ: - ეს პერიოდი როგორ იყავი?

თეჰიონი: - ჩვეულებრივად... არაფერი საინტერესო - ჯისუს უკვირდა თეჰიონისგან ასეთი მოკლე და სევდიანი პასუხი

ჯისუ: - თეჰიონ ჩემზე ნაწყენი ხარ? - თეჰიონმა ჯისუს გაკვირვრბულმა შეხედა

თეჰიონი: - არა, არა რას ამბობ! შენზე როგორ უნდა ვიყო ნაწყენი

ჯისუ: - აბა რა მოხდა?

თეჰიონი: - უბრალოდ...

ჯისუ: - იცი თეჰიონ... როდესაც ჩემს სამყაროში დავბრუნდი არაფერი მახსოვდა... თქვენს შესახებ მოგონება არ გამაჩნდა. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, დიდი სიცარიელე იყი ჩემს გულში. შემდეგ ძმა დავკარგე, ის ჩემს გამო მოკვდა... მალევე კი მეხსიერება დავიბრუნე და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო... გავიხსენე ჩემთვის საყვარელი ადამიანების სიკვდილი, ტანჯვა და ის, რომ აქ რომ არ მოვსულიყავი ქაი არ მოკვდებოდა... თეჰიონ შენ გამახსენდი! ვფიქრობდი რო მკვდარი იყავი.... თეჰიონ ძალიან მენატრებოდი! ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ, ჩემთვის უმცროსი ძმასავით ხარ. შენ ჩემთვის განასკუთრებული ხარ, ვერ გადავიტან თუ რამე დაგემართება_ - თეჰიონი ჯისუს უსმენდა, საბოლოოდ როდესაც ჯისუმ ვერ შეძლო სიტყვების დასრულება და აეტირა თეჰიონმა მას ჩაეხუტა

თეჰიონი: - გთხოვ არ იტირო - თან  თავზე ხელს უსვამდა - არ იტირო მე აქ ვარ, მე დაგიცავ. მე ხომ  ცოცხალი ვარ ჯისუ!

ჯისუ: - დამპირდი რომ არ მიმატოვებ, რომ სულ ჩემ გვერდით იქნები. მე შენ მჭირსდები თეჰიონ...

თეჰიონი: - ჩემს ჯისუს არასდროს მივატოვებ. გპირდები მუდამ შენს გვერდით ვიქნები - მალევე ჯისუ დამშვიდდა - კარგი ახლა წადი და დაიძინე, პირველია საათი. - თქვა თეჰიონმა სიცილით,ჯისუმაც თავი დაუქნია და წავდა. ჯისუ წავიდა თეჰიონი კი ისევ იქ დარჩა

თეჰიონი: - მაპატიე ჯისუ, მაგრამ მე ვერ ვიქნები მუდამ შენს გვერდით... მომიწევს ერთ დღეს დაგტოვო... მომიწევს მოვკდე, ამას კი შენთვის ვაკეთებ ჯისუ... მე ჯერ ფასი არ გადამიხდია... ეს შეიება დღეს მოხდეს ან 5 წლის შემდეგ მაგრამ ამისთვის მზად ვარ

დილით*

- ჰეი, გაიღვიძე - ჯისუს ჩურჩულის ხმა აღვიძებს - ჯისუ! - ჯისუ თვალებს ახელს და ჯინს ხედავს

ჯისუ: - ჯინ? - ჯისუმ  საათს დახედა და საათი მხოლოდ ექვსის ნახევარს უჩვენებდა - ჯინ აქ რატომ ხარ? ჯერ ძალიან ადრეა - შემდეგ ჯუიანგს გახედა რომელსაც ღრნად ეძინა და ბოლო ხმაზე ხვრინავდა

ჯინი: - მოემზადე და გავიდეთ - უჩურჩულა და ოთახიდან გავიდა. ჯისუც მაშინვე მოემზადა და ჯინთან გავიდა მისაღებში

ჯინი: - ულამაზესი ხარ - თქვა და შუბლზე აკოცა - ახლა კი წავიედით - ხელი ჩაკიდა და ჩუმი ნაბიჯებით სახლიდან გავიდნენ

ჯისუ: - სად მივდივართ?

ჯინი: - საიდუმლოა! - კიდევ 15 წუთ იარეს და მალევე სანაპიროზე აღმოჩდნენ. მათ წინ დიდი თეთრი იახტა იყო

ჯისუ: - რა ლამაზია...

ჯინი: - გსურს ჩემთან ერთად გაისეირნო?

ჯისუ: - რათქმაუნდა! - ჯინს ჩაეღიმა როდესაც ჯისუმ სიხარულისგან ხტომა დაიწყო. იახტაზე ავიდნენ და იახტაც მალევე დაიძრა - ძალიან ლამაზია...

ჯისუ და ჯინი იქვე საყვარელ სავარძელზე მოთავსდნენ. ჯისუს ჯინის მკერდზე ედო თავი ჯინი კი მის თმებს ეთამშებოდა

ჯინი: - მიხარია რომ დაბრუნდი, ძალიან მენატრებოდი

ჯისუ: - მეც ძალიან მენატრებოდი ჯინ - ჯისუმ უეცრად თავი აწია და ჯინს მიუბრუნდა - გინდა კოქტეილი გავაკეთოთ? - ჯინმა თავი დაუქნია და იახტის მეორე მხარეს გადავიდნენ სადაც პატარა კოხტა სამზარეულო იყო - ვაუ ყველაფერია რაც კი შეიება დამჭიერდეს! - ჯისუმ კოქტეილის გაკეთება დაიწყო, აი ჯინი კი ხელის შესლის გარდა არაფერს აკეთებდა. ჯისუს უკნიდან ეხუტებოდა და გაქანების საშუალებას არ აძლევდა, ჯისუც წვალებით ცდილობდა სასმელი გაეკეთებინა - ჯინ ხელს მიშლიი~ - ჯინმა ხმა არ გასცა მხოლოდ ლოყაზე აკოცა. ჯისუს ეს ძალიან მოეწონა და ცეკვასაც დაიწყებდა რომ არა ჯინი რიმელიც უკნიდან კოალასავით ეკროდა. - ჯინ კარგი რაა - ჯისუმ კიდევ სცადა ჯინისგან თავის დაღწევა მაგრამ ამჯერად ჯინმა სამიზნედ მისი ყელი აარჩია და პატარა კოცნა დაუტოვა. ჯისუ გაშეშდა მის ამ საქციელზე. ჯინს ჩაეღიმა და ცხვილი მის ყელში ჩარგო

ჯინი: - მოგეწონა?

ჯსიუ: - ა-რა... ხელს მ-იშლი - ჯინმა კიდევ ერთხელ დაიხარა და რომ ჯისუს ლავიწევს შეხებოდა, ჯისუმ კი თავი უფრო გადაწია რათა მისი აზრით ასე ჯინს მოშორდებოდა, მაგრამ პირიქით, ჯინმა თავისუფლად შეძლო სველი კოცნის დატოვება, ჯისუ მიხვდა რომ აზრი არ ქონდა, მისი ჰორმონებიც კი ღალატობდნენ, თავი ვერ შეიკავა, შემობრუნდა და ჯინს თვალებში ვნებიანად ჩახედა - ჯინ... - ჯინმა ჩაიცინა და ჯისუს ტუჩებს დაეწაფა, ჯისუმაც ხელები კისერზე მოხვია და ისიც აყვა, ჯინმა ის სამზარეულოს დახლზე შემოსვა და კოცნა გააგრძელა. ჯისუმ ფეხები ერთმანეთს დააშორა არათა ჯინს შეძლებოდა უფრო ახლოს მისულიყო მასთან, ჯინი ამჯერად მის ყელს ჩაუყვა. მაგრამ უეცრად ტელეფონის ხმა გაისმა

ჯინი: - არ უპასუხო - ჯისუს და ჯინს სახე მილიმეტრებში ჰქკნდათ და მძიმედ სუნთქავდნენ

ჯისუ: - იქნებ მნიშვნელოვანია - ჯინმა ჯისუს მოწყვეტით აკოცა და დახლიდან ჩამოსვა, ჯისუმაც სუნთქვა დაარეგულირა და უპასუხა. მალევე დაასრულა საუბარი და ჯინს მიუბრუნდა - ჯუიანგი იყო, როგორც ჩანს ადრე გაიღვიძა და ინერვიულა, დაგიბარა ჩემი გოგო საღამოს ორამდე მოიყვანე თორე გოგრად გაქცევს... ისევ არაფორმალურად გელაპარაკება ხომ ჯუიანგი - ჯუიანგს არ უყვარდა ფორმალურად საუბარი, ჯინს სულ შენობით მიმართავდა.

ჯინი: - კარგი, ეგ გოგო შენი მფარველი ანგელოზია, ზოგჯერ ხელსაც მიშლის! კარგი სად გავჩერდით? - ჯისუს ჩეცინა, ჯინი მივიდა და დაწყებული საქმე განაგრძო

7 წლის შემდეგ*

ჯისუს ფოვ*

ჯისუ: - ჯინ მოიცადე, ჯერ დაუვარცხნე და შემდეგ! არა ჯინ ასე ატკეენ!

ჯენი: - მტკივა მამა!

ჯინი: - მაპატიე პრინცესა, ასე უკეთესია? - ჯინმა დაასრულა ჯენის თმის მოწესრიგება

ჯენი: - ძალიან საყვარელია, მადლობა მა - ჯენიმ ჯინს ხელები მოხვჯა კისერზე და ოთახიდან გაიქცა

ჯინი: - ეს ძალიან რთული ყოფილა - ამოიხვნეშა ჯინმა. ამაზე გამეცინა და ზურგიდან მივეხუტე

ჯისუ: - ძალიან კარგი მამა ხარ - ჯინმა მოწტვეტით მაკოცა შემდეგ კი ხელი ჩამკიდა - აბა, დედოფალო ჯისუ მზად ხართ?

ჯისუ: - დიახ თქვენო უდიდებულესობავ - ჯინი და მე ოთახიდან გავედით და სამეჯლისო ოთახში გადავინაცლეთ, დღეს ჯუიანგის და სოჯუნის და სუზის და ჯონსუკის ქორწილი იყო. გადაწყვიტეს რომ ეს ორი ქორწილი ერთად გადაეხადათ. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო, ირგვლივ ყველაფერი ნაზ და სადა ფერებში იყო.

ჯისუ: - ლისა სად არის? ისევ სძინავს?

ჯენი: - წეღან ვნახე და ჩემს დაიკოს სძინავს - ჯენი უკვე 6 წლისაა, ძალიან საყვარელი და თბილი ბავშვია, მამამისივით ლამაზია. ჯენი მალევე წავიდა ბავშვებთან სათამაშოდ

ჯინი: - ჯისუ მადლობა, ლისაზე ძალიან ზრუნავ, მიუხედავად იმისა რომ ის შენი შვილი არაა

ჯისუ: - ჯინ ის ჩემი შვილიცაა, თეჰიონმა ის მე დამიტოვა... მას პირობა მივეცი რომ მას დავიცავდი! - ლისა თეჰიონის შვილი იყო, თეჰიონმა სამი წლის წინ იქორწინა მის საყვარელ აალზე. თეჰიონი ორი წლის წინ გარდაიცვალა... ეს ჩემს გამო მოხდა... მეგონა რომ ყველაფერი დასრულდა და თეჰიონი მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა მაგარამ შევცდი... მე ის დავკარგე... მისი ცოლი ორსულად იყო, მე4 თვეში იყო როდესაც თეჰიონი გარდაიცვალა, საწყალი ქალი ძალიან დაიტანჯა. ამის გამო ძალიან  დაავადდა და მშობიარობას გადაყვა, ახლა კი ლისას მე და ჯინი ვზრდით.

ჯონგინი: - ჩემი დაიკო დღესაც ანათებს, ჯისუ მგონი ჭაღარა შეგეპარა?

ჯისუ: - საზიზღარო! ნუ ცდილობ ჩემს გამწარებას! შენზე ახალგაზრდულად გამოვიყურები

იუნგი: - ნუ აყვები ჯისუ, ხოიცი როგორ შურს შენი სილამაზის

ჯონგინი: - ჰეი ვის შურს?!

ჯისუ: - კარგი გეყოთ! - სიცილით დავტოვე ეს ორი და ჰობისკენ წავედი  - ჰოსოკ როგორ ხარ?

ჰობი: - ჯისუ, რა ლამაზად გამოიყურები!

ჯონგუკი: - ოუ, ეს რა სილამაზეაა. ქალბატონო თავისუფალი ხართ? - ამაზე თავზე შემოვარტყი და თავი გავაქნიე - ასეთ ცნიბილ მოდელს უარს როგორ მეუბნებით?

ჯიმინი: - ბავშვო! დაკავებულია ეს ქალბატონი! - თქვა ჯიმინმა და ხელმკლავი გამომდო - ხომ ასეა საყავრელო? - თქვა და თვალი ჩამიკრა

ჯინი: - დაბალო! ჩემს ცოლს თავი დაანებეთ - ბიჭებმა სიცილი დაიწყეს

ჯისუ: - ნამჯუნი სად არის?

ნამჯუნი: - აქ ვარ! - ხმა რომ გავიგე მაშინვე შევტრიალდი. ნამჯუნი დავინახე პატარა ბავშვით ხელში

ჯისუ: - ჯუნ! - ნამჯუნს ჩავეხუტე შემდეგ კი პატარა გამოვართვი - პატარა სუბინი, რა საყვარელიააა - პატარას ვეხუტებოდი იქამდე ნამჯუნი დანარჩენებს მიესალმა - ნამჯუნ შენი ცოლი სად არის?

ნაჯუნი: - ბომგიუმ თხოვა რომ რაღაცაში დახმარებოდა, არ მეუბნებიან რაში. დედა შვილს რაღაც საიდუმლოებები აქვთ... ვფიქრობ გოგო უნდა იყოს ჩარეული

ჯინი: - შეიძლება ასეა, ბომგიუ უკვე 7 წლისაა ჯუნ - ერთად ძალიან ვხაკისობდით შემდეგ მე და ჯინი ისრვ ჩვენს ადგილას დავბრუნდით

ეს ყველაფერი ძალიან დამაკლდებოდა აქ რომ არ მოვხვედრილიყავი, ზუსტად ეს არის ადგილი სადაც უნდა ვიყო. ვთლი რომ ეს ყველაფერი ბედისწერაა. რომ არა სამყაროს გასაღები აქ ვერ მოვხდებოდი. ვიხსენებ წარსულს და მეცინება და მეტირება. ჩემი წარსული მოგონებები სავსეა ბედნიერი წუთებით და ტანჯვით... მაგრამ ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ..  მე გვერდში მყავს ადამიანები რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით იქნებიან.
ავდექი და ლისას საძინებელში გავედი. პარა ჩვილს ტკბილად ეძინა, საბანი შევუსწორე და იქვე ჩამოვჯექი
- თეჰიონ, პატარა ლისა მალე დიდი გოგო გაიზრდება და გპირდები მას სამაგალითო პიროვნებად გავზრდი. გპირდები რომ მისით იამაყებ... - ხმა თანდათან მიწყდებოდა - მენატრები თაე... მენატები, საშინლად მინდა შენთან... შენს გარეშე ძალიან მოვიწყინე... გთხოვ ბედნდერი იყავი იქ სადაც ხარ. ლისაზე კი არ ინერვიულო მას მე და ჯინი ისე ავღზრდით როგორც საკუთარ ქალიშვილს - მალევე წამოვდექი და დარბაზში დავბრუნდი

სოჰიონი: - ცეკვას არ გვაჩუქებთ ჩვენ ახალდაქაორწინებულებთან ერთად?
- მე და ჯინი ავდექით და მოცეკვავე ორ წყვილს შევუერთდით. ჯინი მიღიმოდა და ისევ ისეთ მოსიყვარულე თვალებით დამყურებდა. მის თვალებში სწორედ ეს მიყვარს, მოსიყვარულე თველები. თვალები რომლებიც ანათებენ, ისინი ჩემთვის ანათებენ

ჯისუ: - მიყვარხარ ჯინ

ჯინი: - მიყვარხარ ჯიუ - თქვა და შუბლზე ნაზად მაკოცა

                      { დ ა ს ა ს ა ს რ უ ლ ი }

___________________

როგორც იქნა  ფიკი ჩავასრულე. როგორ მოგეწონათ? იმედია კმაყოფილები ხართ💗 მსუღდა კიდევ უფრო ლამაზი დასასრული ქონოდა.

გუშინ ჯინის დაბადების დღე იყო💖 ჩემს  საყვარელ  ბიას ვულოცავ დაბადების დღეს💗

დიდი მადლობა რომ ფიკი წაიკითხეთ💜

Comment