თავი 28

ჯინს უკან გავყევი. იმ ორ კაცს იმ გოგოსთვის თავზე ნაჭერი ჩამოეცვათ და მანქანაში ტენიდნენ. ჯინი მივარდა და ერთ-ერთს ცემა დაუწყო. მეორე კი იმ გოგოს აკავებდა, რომ არ გაქცეულიყო. ვფიქრობდი რა მექნა, ამიტომ მეორე კაცს მივვარდი და თავში ქვა ჩავარტი. მაგრამ არ გათიშულა. წაბორძიკდა და გოგოს ხელი გაუშვა, გოგომ კი დრო იხელთა ნაჭერი მოიძრო და იმ ტიპს ერთი მაგრად ჩააზილა იდაყვი. ამ დროს მეორე კაცი რომელიც ჯინს ეჩხუბებოდა ამ გოგოსსკენ გამოიქცა. გოგონა ახტა დატრიალდა და ჰაერში მყოფმა ორივე მოახვედრა ფეხი



ჯინი ჩემთან მოვიდა და გაოცებული უყურებდა გოგონას, თან მის ზურგს უკან მმალავდა. გოგნამ კაცები გათიშა. მხოლოდ ახლა თმა გადაიწია და ჩემსკენ შემობრუნდა და შევძელი საბოლოოდ დამენახა მისი სახე



ჯისუ: - შინჰე! - ჯინს მოვშორდი და მის წინ დავდექი. მან კი გამიღიმა


შინჰე: - ჯისუ - ის რა მიცნობს?! კი მაგრამ როგორ?


ჯისუ: - შ-შენ მიცნობ?


შინჰე: - რათქმაუნდა გიცნობ! - არ ვიცი რა ხდება მაგრამ ის ძალიან მომენატრა. მივედი და ძლიერად ჩავეხუტე
მანაც ხელები მომხვია წელზე და ჩამეხუტა



ჯისუ: - კი მაგრამ რა მოხდა?


შინჰე: - ამ... იცი - ჯინს გახედა. როგორც ჩანს არ სურს მის თანდასწრებით მესაუბროს


ჯინი: - კარი მე დაგტოვებთ. მაგრამ მოდი ჯერ ამ ადგილს მოვშორდეთ - გათიშულ კაცებს გახედა - და შემდეგ შეგიძლიათ განმარტოებით ისაუბროთ - ნაზად გავგიღიმა - გამარჯობა, მე ჯინი ვარ - შინჰეს ხელი გაუწოდა


შინჰე: - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, თქვენო უდიდებულესობავ - შინჰემ თავი დაუკრა. მე და ჯინს გაგვიკვირდა - ვიცი ვინც ბრძანდებით. ნუ გეშინიათ საფრთხეს არ წარმოვადგენ და არც არავის ვეტყვი - სასტუმროს ეზოში დავბრუნდით. მე და შინჰე იქვე ჩამოვჯექით. ჯინი კი სასტუმროში დაბრუნდა.


ჯისი: - შინჰე... შენ აქედან მიცნობ? თუ..?


შინჰე: - იმ სამყაროდან რათქმაუნდა და კიდევ სხვა სამყაროებიდანაც!


ჯისუ: - აქ როგორ მოხვდი? რას ნიშნავს სხვა სამყაროები - კიდევ უფრო მეტი კითხვები მებადებოდა... ეს შესაძლებელი იყო?


შინჰე: - არა შენ ვერ გაიგე, მე ამ სამყაროშიც ვარ. არ გადმოვსულვარ შენს მსგავსად. მე აქ დავიბადე და გავიზარდე. მაგრამ შენს მსგავსად იმ ქალს მეც შევხდი. ქალს შენი სიზმრებიდან.


ჯისუ: - ეს როგორ... მე მეგონა...


შინჰე: - მას ყველასთვის სხვადასხვა საჩუქარი აქვს... ის ყველა ადამიანს უწყობს გამოცდას. ის არსებაა და როგორც ადამიანი ის არ არსებობს. ის ვინც გამოცდას ჩააბარებს მას აჯილდოვებს. მან მეც დამაჯილდოვა... ჩემს ყველა ცხოვრებას ვხედავ. არსებობს უამრავი სამყარო... ჩვენ ყველანი სხვაგანაც ვარსებობთ, ეს სამყარო კი შენს მიერაა მოგონილი. მაგრა ის შენ არ გემორჩილება და არც შენს მითითებებს ემორჩილება. ის დამოუკიდებლად არსებობს. შენ მხოლოდ შექმენი და გზა მიეცი... შენ გასაღებით დაგაჯილდოვა... მაგრამ ყველა საჩუქარს რაღაც საფასური გააჩნია. არ ვიცი რა არის საფასური შენი საჩუქრის, მაგრამ არამგონია რამე ადვილი იყოს.


ჯისუ: - არ მჭირდება ეს საჩუქარი! მას ძალიან ძვირი ფასი აქვს! ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. გესმის შინჰე რას ვამბობ?!! საყავრელი ადამიანი უნდა დავთმო ბედნიერებისთვის!


შინჰე: - ეს მართლაც სისასტიკეა...


ჯისუ: - კარგი აღარ გვინდა ამაზე. ის კაცები ვინები იყვნენ?


შინჰე: - ამ სამყაროში ერთი ორგანიზაციის ლიდერი ვარ. ჩემი ორგანიზაცია ებრძვის ნარკომოვაჭრეებს. ჩემს მოვალეობაზე ვიყავი, საქმე ცუდად წავიდა მაგრამ თქვენ გამოჩნდით. მადლობა დახმარებისთვის - მე და შინჰემ კიდევ დიდხანს ვისაუბეეთ მაგრამ წასვლა მოუწია. მეც სასტუმროში დავბრუნდი. ჩემს ნომეში უნდა შევსულიყავი მაგრამ გადავწყვიტე ჯუიანგი მენახა. მის ნომერში შევედი და ვხედავ ჯუიანგი რომელიც კედელთან სოჯუნს მოემწყვდია, ჯუანგს კი მის კისერზე ხელები შემოეხვია. ჯუიანგმა მაშინვე ხელი კრა სოჯუნს და ისიც საწოლზე დაეცა მაგრამ მშინვე წამოხტა


ჯისუ: - თქვენ..? მე გავალ - ვთქვი და სიცილით გამოვიქეცი იქედან ისე რომ კარები არ დამიხურია. ჯუიანგის ყვირილი მესმოდა 'ეს ის არ არის რაც გგონია'. მაშინვე ჩემს ნომერში შევედი და ჯუიანგს დაველოდე, ვიცოდი რო ეუთი-წუთზე კარს შემოაღებსა და ასევც მოხდა


ჯისუ: - აბა დაფრქვი ყველაფერი - ლოგინზე მოვკალათდი ბალიში ჩავიხუტე და თვალების პასწკუნით დაველოდე რას მეტყოდა


ჯუიანგი: - კარგი ყველაფერს აგიხსნი... სანამ შენ და პრინცებს გეძებდით ბევრი რა მოხდა... მე და სოჯუნი დავახლოვდით... და ხომ ხვდები არა...


ჯისუ: - ჯუიანგ გილოცაავთ! - მივედი და ჩავეხუტე - ძლივს მოახერხა ბიჭმა - ამაზე ორივეს ჩაგვეცინა. დიდხანს ვისაუბრეთ და ეს დღეც მალევე ჩაილია.


პარასკევს დილით*


ჯუნი: - აბა მზად ხართ? - ყველანი სასტუმროს ჰოლში ვიდექით ჩემოდნებით ხელში


სოჯუნი: - ჯუიანგ, მომეცი მე წამოგიღებ - ჯუიანგმა ჩაიცინა და სოჯუნს მისი დიდი, შავი ზურგჩანთა ესროლა. სოჯუნი წაბორძიკდა მაგრამ ისევ გაიმართა და ჯუიანგს გაუღიმა.


გუკი: - წავედით, ამას ვერ ვუყურებ - თქვა და წავიდა. თეჰიონიც უკან აედევნა 'დამელოდეო'. ყველანი გავედით და აი უკვე მატარებელში ავდივართ.


თაე: - ჯისუსთან მარტო მინდა დაჯდომა! ჩემს ჯისუსთან მარტო დიდი ხანია რაც არ დავრჩენილვარ. - თან მრჯვენა ხელზე ორივე ხელით ჩამომეკიდა - ბევრი გვაქვს სალაპარაკო - ამაზე ყველამ წარბი აზიდა და თეჰიონს გაკვირვებულებმა გახედეს - რას მაშტერდებით! ადგილები დაიკავეთ! - ამაზე ჩავიცინე და თავი გავაქნიე. მე და თეჰიონი ერთად დავჯექით. კუპეში შესულებს მოპირდაპირედ მძინარე სხეული დაგვხდა. თავი ფანჯარაზე მიედო და სახეს გრძელი ყავისფერი პალტოს საყელო უფარავდა. ჩვენ მის მოპირდაპირე მხარეს დავჯექით, ვვერდი-გვერდ.


თაე: - ჯისუ ჯინმა მითხრა რომ ვიღაც ქალს შეხვდით. ამაზე არ მოგიყოლია - ჩუმად მიჩურჩულა რომ ის ადამიანი არ გაეღვიძებინა


ჯისუ: - ხო... გრძელი და ჩახლართული ამბავია. ის იმ სამყაროში ჩემი მეგობარი და ჩემი 'დედა' იყო. ჩემზე მხოლოდ რამოდენიმე წლით დიდია, ახალგაზრდაა მაგრამ როჰორც დედა ისე მიმაჩნია. ამ სამყაროშიც შევხდი... - მას ყველაფერი მოვუყევი რაზეც შინჰემ მესაუბრა. ეს ყველაფერი კი რათქმაუნსა ჩურჩულით.


თაე: - მაგარია! - ბავშვივით წამოიყვირა - ჯადოსნური რაღაცეები მართლა არსებობს! - ბავშვივით სკამზე მჯდომარემ დაიწყო ხტუნვა. მე კი ვცდილობდი გამეჩერებინა. - მომენატრა შენთან საუბარი - თქვა და თავი მხარზე დამადო - ძალიან ვინერვიულე უცებ სიცხემ რომ აგიწია... ჯინი გიჟივით ჩამოვიდა და გბითხრა რომ ცუდა იყავი... მაშინ საშინლად შემეშინდა. რა მოხდა? არის ისეთი რამ რაც უნდა ვიცოდე?


ჯისუ: - მაპატიე რომ განერვიულე - ვთვქი და ლოყაზე ხელით მოვეფერე - არის რაღაც მაგრამ ჯერ მე თვითონ ვერ გავერკვიე ამ სიტუაციაში... როდესაც დავიძინე და გავიღვიძე ისევ ის ქალი ვნახე. სიზმარში მას და ჩემს საუბარს ვუსმენდი... - ჩემი სიზმარი მთლიანად მოვუყევი


თაე: - ძალიან უცნაურია, ძალიან


ჯისუ: - სამყაროს გასაღები დავკარგე. უნდა ვიპოვო... სხვამ არ უნდა გამოიყენოს - ამ სიტყვებზე თაემ დაბნეულად წამოწია თავი და თვალებში ჩამხედა


თაე: - გ-გასაღები?


ჯისუ: - ხო ის უნდა ვიპოვო...


თაე: - ანუ დაბრუნებას აპირებ? აპირებ დაგვტოვო? ჯისუ..!


ჯისუ: - რომც მინდოდეს ამას არ ვიზამ! თუ ამ სამყაროს დავტოვებ მაშინ ამ სამყაროში ჩემთვის ძვირფასი ადამიანი მოკვდება! ჯერ ისიც კი ვერ გამიაზრებია რომ იმ სამყაროში უკვე დავკარგე ვიღც... ვიღაც ვინც ძალიან მიყვარს... ყველაზე საშიინელი კი ისაა რომ არ ვიცი ეს ვინაა! მე მოვკალი თეჰიონ! მე! - თავი ვეღარ გავაკონტროლე და ტირილი დავიწყე. თეჰიონმა კი ჩამეხუტა და თმაზე მეფერებოდა


თაე: - შენ არ იცოდი... რომ გცოდნოდა ამას არ გააკეთებდი. გთხოვ საკუთარი თავი არ დაადანაშაულო. - მალევე დავმსვიდდი. აღარ ვტიროდი, მაგრამ გული საშინლად დამძიმებული მქონდა, რამოდენიმე დღეა ამის დავიწყებას ვცდილობდი მაგრამ არ შემეძლო...


თაე: - წამოდი ჩავიდეთ. უკვე დეგუში ვართ - დანარჩენებს შევუერთდით და სასტუმროს ძებნა დავიწყეთ. თითქმის ყველა სასტუმრო ან დაკავებული ან ძალიან ძვირი იყო. თან ამდენი ფული არ გვქონდა რომ ამდენი ადამიანის ხარჯი დაგვეფარა.


***: - დახმარება გჭირდებათ? - უეცებ ვიღაცის ხმა მოგვესმა. უკან გავიხედეთ და ის ადამიანი დავინახეთ რომელიც ჩემთან და თაესთან ერთად მგზავრობდა


ჯისუ: - უკაცრავად? - კაცს ვუყურებდი მაგრამ სახე არ უჩანდა. ახლოს მოვიდა. ისევ ის ყავისფერი პალტო ეცვა. შავი კლასიკური ფეხსაცმელი. თავი ამოწია და მე შემომხედა. აი ისიც! მეშვიდე წევრი! შუგა!


შუგა: - თქვენი საუბარი მოვისმინე... როგორც ჩანს სასტუმროს ეძებთ. მე სასტუმროს მფლობელი ვარ. აქვე ახლოს პატარა და მოკრძალებული სასტუმრო მაქვს თუ გსურთ შეგიძლიათ იქ დარჩეთ. ფასებიც დამაკმაყოფილებელია


ჯისუ: - მადლობა... თქვენი სახელი? - რათქმაუნდა ვიცოდი მისი სახელი და კინაღამ წამიმცდა კიდეც. როგორი ლამაზია. როგორ მინდა ჩავეხუტოო. მართლა რა საყვარელიააა.


შუგა: - იუნგი, მინ იუნგი - და ხელი გამომიწოდა. ხელი უნდა ჩამომერთვა მაგრამ ჯინმა დამასწრო, მაშინვე მას გავხედე. მალევე მივედი სასტუმროში. ნომრები ავიღეთ. მე და ჯუიანგი ერთად ვართ. ხვალ დედოფალს შევხდებით. სამივე პრინცი ძალიან ღელავს. ამდენი ხნის შემდეგ ისინი დედას ნახავენ. ალბათ მართლაც ძალიან ამაღელვებლია. მე და ჯუიანგი ოთახში ვიყავით, კარზე კაკუნი გაისმა და სოჯუნი შემოვიდა.


სოჯუნი: - ჯუიანგ, მე უნდა გავიდე. ბრძანებას ველოდები მეფისვან. წინაზე არ მოსულა... იმედია დღეს მაინც მოვა.


ჯუიანგი: - აჰამ. მალე დაბრუნდი - სოჯუნი გავიდა  მე ჯუიანგს წარბები ავუთამაშე მან კი ბალიში მესროლა


ჯისუ: - გარეთ ხომ არ გავიდეთ?


ჯუიანგი: - ძილი მირჩევნია - უკან გადაწვა და საწოლზე გაგორდა. მე კი გამოვედი და სასტუმროს ირგვლივ დავიწყე ხეტიალი. ნეტავ სოჰიონი და სუზი რას აკეთებენ? ალბათ ძალიან ღელავენ... ნეტავი მათი ნახვა შემეძლოს... უეცრად რაღაც დავინახე რაც ძალიან მეცნო... ქალი დავინახე, სწორედ ის ქალი რომელსაც სიზმარში ვნახულობ. სადღაც მიდიოდა. მეც უკან ავედევნე. ვგრძნობდი რომე ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მსურდა გამეგო თუ სად მიდიოდა. სადღაც შევიდა, ეს სასტუმროს უკანა შესასვლელი იყო. მეც უნდა შევსულიყავი როდესაც უკნიდან ხმა მომესმა


შუგა: - სასტუმროს ამ შეშასვლელს არავინ ხმარობს - შუგასკენ შევტრიალდი. მომღიმარი მიყურებდა მისი ხმაც სრულიად მშვიდი იყო.


ჯისუ: - დავონახე რომ ვიღავ შევიდა... - ხელი კარისკენ გავიშვირე


შუგა: - ალბათ მოგეჩვენა. სხვათაშორის შენი და შენი შეყვარებულის საუბარი მოვისმინე მატარებელში - ეს რა თეჰიონზე ამბობს?


ჯისუ: - არა, არა, თაე ჩემი მეგობარია... მოიცადე და რა გაიგე? გვისმენდი?!


შუგა: - ჯისუ, მოდი ჩამოვჯდეთ - მშვიდად და აუღელვებლად საუბრობდა ხელით კი სკამისკენ მიმითითა. მეც მას მივყევი და ჩამოვჯექით - შენ და პრინცები დიდი ხანია რაც გზაში ხართ, იცი მეგონა რომ აქამდე ვერც მოაღწებდით - მოიცადე რააა?!!!


ჯისუ: - საიდან..? საიდან იცი?


შუგა: - ისიც ვიცი რომ იმ ქალს მიყვებოდი


ჯისუ: - კი მაგრამ როგორ? ვინ ხარ? - ეჭვის თვალით შევხედე


შუგა: - მინ იუნგი. უკვე გაგეცანი ხომ?


ჯისუ: - კარგად ხვდები რომ სხვა რამ ვიგულისხმე იუნგი - ამაზე ჩაიცინა


შუგა: - ჩვეულებრივი ადამიანი ვარ ისევე როგორც შენ. საერთოც ბევრი გვაქვს. ამ სამყაროში_ - სიტყვა არ დავასრულებინე და წამოვხტი


ჯისუ: - შენ იცი! ყველაფერი იცი! - მან მხოლოს ის მითხრა რომ ისევ დავჯდომილიყავი


შუგა: - ამ სამყაროში მე მცველი ვარ. მცველი რომელიც შენ შექმენი


ჯისუ: - მცველი? - ძალიან გამიკვირდა - კი მაგრამ მე არავითარი მცველი არ შემიქმნია


შუგა: - რათქმაუნდა შენ გამიზნულად არ შეგიქმნია. მაგრამ ყველა სამყაროს საკუთარი მცველი ყავს, იქნება ეს შენს მიერ გამოგონილი სამყარო თუ ჩვეულებრივი სამყაროები. ამ სამყაროს მცველი კი მე ვარ. შენი ნახვა მსურდა... მსურს გაგაფრთხილო


ჯისუ: - გამაფრთხილო? მთელი სხეულით მისკენ მივტრიალდი იმის მოლოდინში თუ რას მეტყოდა


შუგა: - შენ ამ სამყაროს მომავალს შეცვლი. ეს კი დაუშვებელია. შენ ძლიერ მოქმედებ პრინც სოკჯინზე. ამან კი მთლიანი ისტორია შეიძლება შეცვალოს. ამიტომ შენ მასთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტო


დადადადამ😆
აბა რას ფიქრობთ?


ფიკის დასრულებას ვაპირებ მალე. ალბათ რამოდემიმე თავში დავასრულებ🤷‍♀️💞

Comment