თავი7

დილამშვიდობისა წიწილა.
ვალე ჯიმინს უკნიდან მოეხვია.
-როგორ გეძინა ფისო?
-კარგად საყვარელო.
-საუზმე თითქმის მზადაა კნუტო.
-პირველად გამოვიძინე ესე კარგად.
-კნუტო ექვს საათზე არ გაგაღვიძებ სახლის დასალაგებლას და მთელი ოჯახისთვის საუზმის გასაკეთებლად.
-ხომ...
-ფისო ეს ყავა გამომართვი, გაიქეცი თბილ საწოლში და საუზმეს მოგართმევ მალე.
-საწოლში?
-კი.
ვალემ ჯიმინს ლიყაზე აკოცა.
-მიყვარხარ.
ვალე ოთახში დაბრუნდა ცოტახანში მასთან ჯიმინი მივიდა.
-კნუტო სანამ საუზმე ცივდება, შეგიძლია შენი საჩუქარი ნახო.
-საჩუქარი?
ჯიმინმა კარადა გამოხსნა.

-ეს შენ ლამაზო.
-მადლობა ჯიმინ... ეს... ეს...
ვალეს სიხარულის ცრემლები წამოუვიდა.
-საუკეთესო ხარ წიწილა.
-მიყვარხარ ჩემო გოგო.
-მეც მიყვარხარ.
-ჯიმინ ზუსტად ისინია რაც მინდოდა.
-კნუტო რაღაც გეტყვი და ყურადღებით მომისმინე.
-რა მოხდა?
-ძალიან ძალიან მიყვარხარ და მინდა სულ ბედნიერი იყო.
-ჯიმინ...
-კნუტო რა სახე გაქვს? კიარ გეჩხუბები, უბრალოდ მინდა რაღაც გთხოვო.
-რა?
-როდესაც რამე დაგჭირდება, მითხარი.
ვალე ჯიმინს გაოცებული სახით უყურებდა.
-ანისგან არ უნდა ვიგებდე რომ კოსმეტიკა დაგიმთავრდა.
-ჯიმინ მე... მცხვენია... სულ რეპეტიციებზე და გადაღებენზე ხარ, ეხლა კიდევ ბავშვებსაც ამეცადინებ და როგორ გთხოვო რამე?
-ფისო ამ ყველაფერს შენთვის და ჩვენი მომავლისთვის ვაკეთებ.
ჯიმინმა ვალეს ნაზად აკოცა.
-ეხლა ისაუზმე გაემზადე და სკოლაში წავიდეთ.
ვალემ ჯიმინს თავი დაუქნია.
-და მთავარი, გაიღიმე.
ვალემ ნაზად ჩაიღიმა.
-ულამაზესი ხარ როდესაც იღიმი.
-მადლობა.
რამოდენიმე საათში წყილი საკლასო ოთახში იჯდა.
-კნუტო ეს ბოლო გაკვეთილია?
-არა.
-მე უნდა წავიდე ამ გაკვეთილის მერე.
-რეპეტიციაზე?
-ხო.
-კარგი წიწილა, დავალებებს დაგიწერ.
-დავალებებს კი არა, სახლში რო ვერ მიგაცილებ.
-მერე რა, მარტოც მივალ.
-ვიცი მაგრამ... არ გეწყინება?
-არა წიწილა.
-საუკეთესო ხარ.
-მიყვარხარ.
რამოდენიმე ხანში ვალე სახლისკენ მიდიოდა, მუსიკას უსმენდა და იუჯინზე ფიქრობდა.
ნეტა რატო გიჟდება ჯიმინი ამ იუჯინზე, ვაღიარებ სიმპატიურია და კარგად ცეკვავს მაგრამ...
-ვალე... ჰეი...
ვალემ მხარზე ვიღაცის ხელი იგრძნო და შეხტა.
-არ მომე...
ვალემ შვებით ამოისუნთქა.
-გუკ შემაშინე!
-ბოდიში.
გუკიმ ვალე გადაკოცნა.
-როგორ ხარ?
-კარგად, სახლში მივდივარ.
-მე მეგობარმა უნდა გამიყვანოს, წამოდო.
-არა იყოს... ჩემი შეყვარებული წინააღმდეგი იქნება.
-კარგი რა, თან წვიმა იწყება.
-გუკ...
-წამო წამო.
-კარგი.
ვალე თეთრ სპორტულ მანქანაში ჩაჯდა.
-ვალე გაიცანი თეჰიონი, ჩემი მეგობარი.
-შენ ხომ პაკის შეყვარებული ხარ?
-კი...
-გუკ სჯობს არ გააბრაზო ვალე, ჯიმინი არავის პატიობს ვალეს წყენინებას.
ვალემ თავაზიანათ გაიღიმა და ტელეფონი მოიმარჯვა.
,,წიწილა ვიცი რომ დაკავებული ხარ, სახლში გუკის და მის მეგიბარს მივყავარ მანქანით. გკოცნი ბევრს და მიყვარხარ❤️🐥"
რამოდენიმე ხანში მანქანა ვალეს უზარმაზარი სახლის წინ გაჩერდა.
-მადლობა თეჰიონ და ნახვამდის.
ღიმილით თქვა ვალემ და გუკისთან ერთად მანქანიდან გადავიდა.
-ხომ ხედავ არაფერი დაგიშავეთ.
ღიმილით თქვა გუკიმ.
-მე გამოვიცვლი და მოვალ.
-კარგი.
ვალე წითელ ფუმფულა ზედაში და სპორტულ შარვალში გამოეწყო.
-იცი საშინლად მშია.
-მოვამზადებ რამეს.
-არა.
გუკიმ ვალეს ხელი გადახვია და მისაღებში მიიყვანა.
-ეხლა შენ დაჯექი რამეს უყურე, დაისვენე მე სადილს მოვამზადებ.
-არ...
-უარი არ მიიღება.
-მადლობა.
დაახლოებით ერთ საათში ვალემ სამზარეულოში შეჭყიტა.

-თითქმის მზადაა.
-მე თეფშებს დავალაგებ.
უეცრად გუკი ვალეს ჩაეხუტა.
-ამ... რას აკეთებ?
-ძალიან საყვარელი ხარ.
-მა...მადლობა.
ვალემ გუკი მოიშორა და სუფრის გაწყობა დაიწყო.
-გემრიელად მიირთვი.
-მადლობა ასევე.
სადილის შემდეგ ვალე თავის ოთახში გამოიკეტა და მეცადინეობა დაიწყო.
,,გამოდი უნდა გნახო."
,,ვმეცადინეობ წიწილა, ცოტა მოგვიანებით❤️"
,,ხუთ წუთში შენს სახლთან ვიქნები."
,,ვმეცადინეობ წიწილა."
,,გამოდი მალე."
ვალეს განრისხებული ჯიმინი დახვდა.
-წიწილა გაბრაზებული ხარ?
-გოგო სუ გამოყლევდი!? ვინ მიგიყვანა სახლამდე!?
-გუკიმ და თეჰიონმა.
-თეჰიონი ვინ ჩემი ყლეა!?
ვალემ უკვე ათასჯერ ინანა ის რომ გუკის დათანხმდა.
-ჯიმინ გთხოვ დაწყნარდი...
-რანაირად დავწყნარდე გოგო!?
ვალე ხვდებოდა თავის დანაშაულს.
-საეჭვიანო მართლა არაფერი გაქ...
-ეჭვიანობა მეორე ხარისხოვანია! გუკის რამდენი ხანი იცნობ!? იმ თეჰიონს!? ჯერ ისიც კი არ იცი ვინაა და მანქანაში უჯდები! მერე კიდევ ღმერთმა იცის როგორ ატარებს! რო გადაგჩეხოს სადმე!?
ვალე თავდახრილი უსმენდა ჯიმინს.
-ათასი რაღაც შეიძლება მომხდარიყო!
ვალე ჯიმინს ჩაეხუტა.
-წიწილა ვიცი დამნაშავე ვარ, გთხოვ ნუღარ მეჩხუბები.
ვალემ ჯიმინს ნაზად აკოცა.
-ძალიან ძალიან მიყვარხარ.
-მეც ვალე და მაგიტომ ვღელავ შენზე.
-ყველაზე თბილი და მზრუნველი ბიჭი მყავხარ.
-გეყოს ეხლა, ეგ არ გიშველის.
-ყველაზე სიმპატიური ხარ.
-მაინც გაბრაზებული ვარ.
ვალემ ხელები ჯიმინის მაისურის ქვეშ შეასრიალა.
-და როგორი სექსუალური სხეული გაქვს...
ვალე ჯიმინის სხეულს ეფერებოდა.
-გახსოვს ჩვენი ღამე წიწილა?
-კნუტო...
ჯიმინმა ვალეს ხელები მოხვია.
-მაცალე ხოლმე გეჩხუბო!
-მივხვდი რომ დავაშავე, გეყოს.
-რამე ხომ არ დაგიშავა?
-კი, ტყეში წამიყვანა და დამანაწევრა.
-ვალე!
-ბუზღუნა, შენ ხომ ეხლა რეპეტიციაზე უნდა იყო?
-შეტყობინება რო ვნახე წამოვედი.
-ბოდიში.
-შტერო.
ვალემ ქვედა ტუჩი გადმოაგდო.
-კნუტო ორი ამბავი მაქვს.
-რა ამბავი?
-მაგას ხვალ საღამოს გაიგებ.
ჯიმინმა ვალეს აკოცა.
-მაგრამ...
-სიურპრიზია.

მეორე დღის საღამო.
-ჯიმინ უკვე ვეღავ ვითმენ.
-მოდი დაჯექი.
ჯიმინმა ვალე რბილ დივანზე დასვა და თვალებიდან სახვევი მოხსნა.
-ჯიმინ... რა... რა სილამაზეა.
ჯიმინმა ვალეს ლოყაზე აკოცა და მის წინ მოთავსდა.

-მოგწონს?
-კი წიწილა... საუკეთესო ხარ.
ვალე გაბრწყინებული სახით ათვალიერებდა გარემოს.
-მიხარია რომ მოგწონს.
-რაზე უნდა გელაპარაკა ჯიმინ?
-მოდი ჯერ ვივახშმოთ.
-ინტერესით ვკვდები.
-კარგი... მე ძალიან კარგმა სტუდიამ მუშაობა შემომთავაზა.
-წიწილა გილოცავ, ძალიან ვამაყობ შენით.
-მადლობა...
-ჯიმინ მოწყენილი რატომ ხარ? შესანიშნავი ამბავია.
-ხომ... სამი კვირით უნდა წავიდე ქალაქიდან.
ვალეს სახე შეეცვალა.
-ჯიმინ...
-კნუტო ჯერ კიდევ შემიძლია უარ...
ვალე წამოხტა და ჯიმინს გვერდით მიუჯდა.
-არც კი გაბედო, ჯიმინ ეს შენი მომავალია.
-კნუტო ორი დღე რომ ვერ გნახულობ რა დღეში ხარ ხოლმე და...
-ჯიმინ ძალიან ძალიან მიყვარხარ, ჩემს თავს ვერ მივცემ იმის უფლებას რომ მომავალის აწყობაში ხელი შეგიშალო.
ვალემ ჯიმინს აკოცა.
-შეიძლება ეჭვიანი, ბუტია და ჯიუტი ვარ, მაგრამ არა ეგოისტი.
-მიყვარახ კნუტო.
-მეც ძალიან ძალიან.

Comment