Hard day's night

Song of the chapter:
One Direction-Night Changes


კეფეში ვარ.
მელე სახლში უნდა წავიდე.
ეს სულაც არ მახარებს,რადგან ქარაფშუტულ ფიქრებთან ისევ მარტო დავრჩები და მერე იცოცხლე..


ჰო,კიდევ მთელი დღეა ჩემი ტელეფონი წკრიალებს.
არ ვპასუხობ,რათქმაუნდა.
ლაპარაკი რომ შეეძლოს,დარწმუნებული ვარ ერთს გემრიელად მაგინებდა.


ამენდაც,ძალას არ იშურებს ჩემს გასამხნევებლად.
ხვდება,რომ ამას ძალიან ვუფასებ.
იმასაც ხვდება,რომ ეს ვერ მიშველის.


ასე თუ ისე,დრო მაინც მშვენივრად გავიყვანეთ.
ვეცადე ჩემი პრობლემა მისთვის არ მომეხვია თავს.
ვიჭორავეთ,ვიხუმრეთ,ვიმღერეთ კიდეც.
"Milkshakes"ვაგნერის ფონზე,რასაც კინაღამ ორი ჯეელის გადაკიდება მოჰყვა.
ვფიცავ,მისი ბრალი იყო,დაიწყო და ამიყოლია.


ფორმას ვინახავ,საპირფარეშოში შევდივარ სახეზე ცივი წყლის შესასხამად,მერე ვბრუნდები და ჩემს ნივთებს ვავლებ ხელს.


ამენდა მეუბნება ყველაფერი კარგად იქნებაო.
თავს ვუქნევ და ვუღიმი.


სახლის გზას ვადგები.ჰაერი ობის,ნესტის,მარიხუანას და კიდევ რაღაცის სუნით არის გაპოხილი,რისია არ ვიცი,არასდროს დავინტერესებულვარ.
ჰო,არც მიკვირს,მე ხომ ყველაზე იაფფასიან,მიყრუებულ უბანში ვცხოვრობ.


აპარტამენტის კარს ვაღებ.
უნებურად,თვალი ლარნაკში კოხტად ჩაწყობული ყვავილებისკენ მექცევა-თხემით ტერფამდე უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის,სიკვდილისწინა გაჟრჟოლებასავით.
თავს ვიწესრიგებ და დასაძინებლად ვწვები,გრძელი დღე მქონდა,დასვენება მჭირდება.


ახალჩაძინებული ვარ,როცა ზარი შეუჩერებლად იწყებს რეკას.
ისეთი შეგრძნება მიჩნდება,თითქოს ვიღაც ნერვზე ეკალს მისმევს.


ახლა ეს თუ კურიერია,იმ ორქიდეებს გულზე დავაწყობ.


მობეზრებული სახით ვდგები და კარს ვაღებ.


-რა ხდება?-ნამძინარევი ხმით ვბუტბუტებ,მგონი მარტო მე მესმის.


-სქაი,უნდა ვილაპარაკოთ.


ხელათვე თვალებს ვჭყეტ.


-არამგონია რამე გვქონდეს სალაპარაკო-ვეუბნები ზეინს,რომელიც კარის ჩარჩოს ცალი ხელით ეყრდნობა,სახეზე კი საცოდავი ღიმილი აქვს აკრული.


კარის თითქმის მიხურული მაქვს,როცა ჭუჭრუტანაში ფეხს აკვეხებს და ოთახში შემოდის.


-ზეინ,გეფიცები ახლავე თუ არ წახვალ აქედან,ღამეს სადმე პარკში გავათევ.-იმდენად მშვიდად ვეუბნები,რამდენადაც შემიძლია.


-და ასეთ ფორმაში აპირებ პარკში დაძინებას?-ეშმაკური ღიმილით მეუბნება,თან ჩემს ტანზე მითითებს.


ღმერთო ჩემო.


სულ დამავიწყდა,რომ მხოლოდ ბიუსჰალტერი და პიჟამას შარვალი მაცვია.
ალმური მედება,თუმცა აქ ბნელა,ასერომ არაუშავს.


ამასობაში,ის სავარძელში ჯდება,ფეხს ფეხზე იდებს და სახელურზე თითებით რომელოღაც ნაცნობ მელოდიას უკრავს.


ვნებდები.


მის პირდაპირ ვიკავებ ადგილს და ვანიშნებ,რომ შეუძლია დაიწყოს,ვუსმენ.


გაბრაზებული თუ ხარ ჩემზეო მეკითხება.
არა-მეთქი ვპასუხობ.


-ახლა რაღაცას მოგიყვები და იცოდე არ გაბედო და არ შემაწყვეტინო.


თავს ვუქნევ.


-მოკლედ,ბრედფორდის ცუდი ბიჭი რომ ვიყავი ეგ უკვე გითხარი.მაღალ კლასებში მეგონა მე და ჯელენას ერთმანეთი გვიყვარდა-თვალებს ატრიალებს-შეყვარებულები გავხდით და ამბავი.მერე,თურმე ჯელენა დაორსულდა.ბავშვი ისე მოიშორა მუცელზე ხელის დადებაც ვერ მოვასწარი-სახეზე საშინელი ნაღველი აწვება,ამის შემყურეს,რატომღაც მკერდში უსიამოვნოდ მივლის-დავშორდი,რათქმაუნდა.ცხელ გულზე მითხრა მხოლოდ შენი პრესტიჟის გამო გხვდებოდიო,აზრზე ხარ?გუშინ კოცნაში ავყევი.
მაინტერესებდა რას ვიგრძნობდი.არაფერიც არ მიგვრძნია,რა უნდა მეგრძნო.ჯელენა ჩემთვის უბრალოდ გოგოა daddy issues-ით-ირონიულად იღიმის,მერე მზერა ჩემზე გადმეოაქვს და დაჟინებით შემომყურებს-აბა,რას იტყვი,ღირდა მოსმენად?


რაღაც უცნაურად მეუფლება დანაშაულის შეგრძნება.
ხელისგულები მიოფლიანდება და თავს დაბლა ვხრი.
მისი თანდასწრებით თან როგორი შებოჭილი ვარ,თან როგორ ნიავივით თავისუფალი..
წყენაც თითქოს ზღვისპირზე კლდეს მიხეთქილი ტალღასავით გაქრა..


-ჰო..ისაა...ღირდა მოსმენად.


-ანუ მაპატიე?


-შენ რას იზამდი ჩემს ადგილზე?


-არ ვიცი.


ამ სიტყვებს მდუბარება მოსდევს,ბნელი მდუმარება.


-მე ვინ ვარ შენთვის და რას გრძნობ,როცა მკოცნი?-მოულოდნელად ვეკითხები.


-სიტყვებს სიაფანდზე არასდროს ვისვრი,ძვირაფსო.


ტუჩის კუთხეს ოდნავ მიტყდება და ის ამას ამჩნევს.
ფეხზე დგება.
ჩვეულად,გრაციუზულად.
მერე,ხელს მიწვდის.
ვიბნევი.
ბაგეებს ერთ ხაზად კუმავს,აქაოდა რას ელოდებიო.
ხელს ვკიდებ.
თავისკენ ისე სწრაფად მქაჩავს უნებლიედ წამოკივლებასავით ხმას გამოვცემ.
ცალ მტევანს ზურგზე მადებს,მეორეთი თმას ყურს უკან მიწევს.
იხრება და მკოცნის.
ამას კოცნაც არ ჰქვია,უბრალოდ ტუჩ..
აი,ახლა კი მკოცნის.


წინებს სრულებით არ ჰგავს,განსხვავებულია..
რაღაც უფრო..ვნებიანია.


-ზეინ ეს არასწორია-მკერდზე ხელს ოდნავ ვკრავ,რომ დავუსხლტე,თუმცა შედეგი ვერაფერი.


-თვალებში შემომხედე და გაიმერე.


ვუყურებ.
თბილი ტალღასავით მელამუნება მისი თვალების ცეცხლი და ჩემს გულშიც ანთებს ცეცხლს.


-ზეინ,ეს არასწორია-როგორც ჩანს,ამ სიტყვებში ვერანაირ წინააღმდეგობას ვეღარ ხედავს,ცალყმად იღიმის და მეტად ჟინიანად აგრძელებს კოცნას.


თითებს ნაზად და ფაქიზად-თითქოს ეშინია ხელში არ ჩავადნე-დააცურებს ჩემს ტანზე.
ათრთოლებულ,ტაოდაყრილ ტანზე.
არის რაღაც კოსმოსური ამ მოვლენებში..


მშვენიერია.


მარტივი მოძრაობით მაშორებს ბიუსჰალტერს,ეტყობა ამ საქმეში კარგად გაიწაფა.
თუმცა ახლა ეს არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად.
ერთადერთი რამ,რასაც ახლა მნიშვნელობა აქვს არის ის,რომ მე ძირფესვიანად გავაცნობიერე სიტყვების არსი:
"ყველაზე დიდი ბედნიერება იმ სხეულის ალერსია,რომლის სულიც სიგიჟემდე გიყვარს."
და ამ ალერსის გაუწყვეტლად მივყავარ საწოლამდე.
ზემოდან მექცევა და ჩამჩურჩულებს:
-აქ პატრიარქატია,ძვირფასო...


Well,It was a hard day's night..






Hey,Buddiez!mravalz daezcarit 💙
P.z shtabewdilebebi gamiziaret.


Luv,M

Comment