Bang

ბრძოლა გვიან ღამით არის ჩანიშნული,ასერომ გრაფიკში მშვენივრად ვჯდები და ქალბატონ ნატალისთან სათხოვარზე მისვლა აღარ მიწევს.
აღარც მისი თვალების ბრიალის ყურება.


ფორმას ვინახავ.
მერე,ამენდას ვემშვიდობები და კაფიდან გავდივარ.
აციებულა,თან როგორ.
ნერვიულობისგან თითქოს ყოველგვარი დაღლილობა მომეხსნა.


ახლა ჰარის ველოდები,წესით მან უნდა მომაკითხოს.
დავიჩემე შეწუხება საჭირო არ არის,მე თვითონ მოვალ-მეთქი,მაგრამ სასტიკი უარი მივიღე და დავნებდი.


რამდენიმე წუთი იქნება გასული,ახალთახალი ავტომობილი ჩერდება თითქმის ჩემს ფეხებთან.
თუ არ ვცდები მერსედესის მარკის უნდა იყოს.


მძღოლის გვერდით ვიკავებ ადგილს.
ჰარის ღიმილით ვესალმები.
სალონში საოცარი სურნელი ტრიალებს,მაგრამ ზეინისას ვერ შეედრება.


რომელიღაც ნაცნობი მელოდიაა ჩართული,რომელსაც ჰარი თავის რიტმული ქნევით ჰყვება,თუმცა ახლა ვერ ვცნობ რომელია.


მგონი Smack That ჰქვია.


დაორთქლილ მინაზე თითით რაღაც ფორმების ხაზვას ვიწყებ,ყურადღებას დიდად არც ვაქცევ ისე.
ბოლოს,როცა ზეინის მტევანზე დახატული ჩიტის უნიჭოდ შესრულებულ ასლს წყლის წვეთები შლის,თითქოს ვფხიზლდები.


მთელი დღეა მასზე ვფიქრობ.
მოსვენებას მიკარგავს აზრი,რომ შეიძლება ყველაფერი ისე არ წავიდეს,როგორც გვინდა.
ანუ,ძალიან ეტკინოს,სერიოზული ტრამვა მიიღოს და ასე შემდეგ..


-ჰარი-წამით გამომხედა წარბშეჭმუხნილმა,ეტყობა არ ელოდა თუ ლაპარაკს წამოვიწყებდი-ზეინი როგორი ადამიანია?


გადასარევია,სქაილერ გრინ,უფრო მეტად თავს ვერც გაისულელებდი.


მიღიმის.


-კარაგი ადამიანია,სქაი.ზოგჯერ შეიძლება ისეთი რამ გითხრას ან გააკეთოს,რომ გული გატკინოს,მაგრამ ეს არ უნდა.გრძნობებს და ტკივილს მალავს.სულ ესაა.


ჰო,გრძნობების დამალვის ამბავი მეც შევატყვე.
ვერსადროს გაიგებ რას ფიქრობს ან რაზე ფიქრობს.


წამით,ზეინ მალიკის პიროვნება ჩემს ტვინში რაღაცნაირი პეიზაჟის გამოსახულებას იღებს.
ვხედავ მწვანედ მოხასხასე ფოთლებს.
ტყის ქაშანებს-ზოგან თანაბარი შუქით განათებულს,ზოგან ტოტებში გამოჭრილი სხივებით აელვარებულს.
უფრო მოშორებით ყველაფერი მორუხო ნისლშია გახვეული,ამ ნისლის იქეთ,ვიცი,რომ რომანტიკული მომხიბლაობით გაბრწყინებული უცნაური,იდუმალი სამყარო იწყება.


მოკლედ,არის მომენტები,როცა ვფიქრობ,რომ ის ჩემი პარადოქსია.


მოვედით.
მანქანიდან გადავდივარ.
მხრებში მოხრილი,სავარაუდოდ,გარენგულად საშინლად დამფრთხალი მივაბიჯებ.
საკუთარი უმწეობის უფსკრულში ვგრძნობ თავს.
ჰარი ფეხდაფეხ მომყვება.
რა ვქნა,ჩემი ბრალი არაა თუ ასეთ სიტუაციებს ნაჩვევი არ ვარ.


აქეთ ლამისაა ერთმანეთი შუაზე გაგლიჯონ,იქეთ ფსონებს დებენ პირველს ვის მოსტყდება კისერი..
ისეთი სიტყვებით ილანძღებიან,მნიშვენოლობაც არ ვიცი ხეირინად.


ჯობია დავაიგნორო.


ნუ გეშინია,აქ ვარო ჰარიმ.
არ მეშინია-მეთქი ვუთხარი.
არც მომიტყუებია.
ეს მღელვარება უფროა,ვიდრე შიში.


დარბაზში შევდივართ.
საგრძნობლად დაძაბული ატმოსფერო,ბნელი,გრაფიტით მოხატული კედლები და ცენტრში დადგმული გადაბრჟღიალებული რინგი.
ახლომახლო რაიტერებსაც ვხედავ,პულვილიზატორებით ხელში დააბოტებენ და გამვლელებს ამოუცნობი მზერით აჯილდოებენ.


-კარგ დროს მოვედით-მიჩურჩულებს ჰარი.


ამ დროს ზეინი რინგზე ხტება, სიტყვის პირდაპირი გაგებით.
მისი გამოჩენისთანავე ყურისწამშსრწსწამღები ყიჟინა ტყდება.
უფრო ახლოს მივდივართ.
აქაურობას მქირდავად,ირონიულად ათვალიერებს,თუმცა როცა მზერას ჩემზე აჩერებს,თითქოს წამით ლღვება.
ნასიამოვნები ვრჩები და გულაფანცქალებული გაჭირვებით ვუღიმი.


რაც ბრძოლა დაიწყეს,კაცი,რომელიც რამდენიმე ნაბიჯში დგას,არ გაჩერებულა-ნანუწყვეტლივ გაიძახის "აპერკოტი,აპერკოტი!".
ჩემი დასკვნით ზეინის მსაჯია.


ვაიმე,ღმერთო!


უცნაურია,მაგრამ მისი ყველა ტკივილი მტკივა.
ყველა კვნესას განვიცდი და ლამისაა ნერვიულობისგან ცრემლები წამომცვივდეს.


არა,არა,არა!


ზეინი დაეცა.მგონი უგონოდაა.
მოიცა,არა არ არის უგონოდ.
ფრჩხილები სულ ჩავიკვნიტე.


ჩვენი მზერები კვლავ იკვეთება,წამიც და ის ფეხზე იჭრება.
თვალებიდან ნაბერწკლებს ყრის და ნაქანდაკები სახეც ბრაზისგან დამანჭვია.


ოპონენტი შიშისგან უკან იხევს,დარბაზს კი სიცილი აყრუებს.
ზეინის ხელების ჯვარად მოქნევა და...


-ნოკაუტი!-მთელი ძალ-ღონით ჩაჰყვირის მსაჯი მიკროფონში.


მეშვება.
გულში ღმერთს მადლობას ვუხდი ასეთი დასასრულისთვის.
მერე,დაუფიქრებლად ჰარის ვეხვევი,სულაც არ მრცხვენია-ჩვენ ხომ უკვე მეგობრები ვართ.


ზეინი ტრიუმფალური ღიმილით ჩამოდის რინგიდან.
მგონია ჩვენკენ მოდის,რომ უცებ...
არსაიდან მაკდონალდსი იჭრება და მას ტუჩებზე აცხრება.
ისიც თეძოებზე აწყობს ხელებს.
კოცნაში ჰყვება.
ახლოს იზიდავს.


ესეც შენი აპერკოტი...


მე სასწრაფოდ გარეთ გავდივარ.
არც ვიცი ბრბოში გზას როგორ
ვიკვლევ,მხნეობა ასე რამ შემმატა.
იქნებ ტკივილმა გამაძლიერა.
იმ ტკივილმა,გულმკერდის მარცენა არეში რომ ვგრძნობ და სულში გაბმულ ძაფებს რომ მიწყვეტს.


არა,არ ვტირი.
ტირილი რატომღაც სულ სისუსტის გამოვლინებად წარმომედგინა,რა ვიცი,შეიძლება ვცდები.
სულელურად ვიღიმი.


ცხოვრება მშვენიერია.


დაუსრულებლად ვიმეორებ გონებაში.
მერე,უცნობ ქუჩებში ხეტიალს ვიწყებ და ვცდილობ სახლისკენ ვვორიენტირდე.


უგონოდ დავძრწი.
საერთოდ არაფერზე ვფიქრობ,მართლა...


იმედია პანიკური შეტევა თავს არ შემახსენებს..


ჰარის ხმა მესმის,ჩაჯექიო მეუბნება.


ეს ბიჭი ჩემი ტორუკ-მაკდოა...



Hey,Buddiez!


Magaria,dgez Zayni 17 cliz gakhda,gilocavt 🎉
Aba,movlenebiz rogor ganvitarebaz elodebit?💙


Luv,M

Comment