თავი 11

სანდროს ხედვა:
გუშინ ლუკამ დამირეკა და დღევანდელ გეგმებზე მომიყვა. ერთი სული მაქ როდის გავიცნობ იმ გოგოს. საბა ჯერ ასეთი აღელვებული გოგოზე არასდროს ყოფილა.
- ერთი სული მაქ საბასთან წავიდეთ. ვეუბნები თათას და მისკენ ვტრიალდები.
- მე უეჭველი ვიცი არ დამევასება.
- ყველაზე ეგრე ამბობ. შუბლშეკრული ვუბრუნებ პასუხს.
- ყველაზე არა, მარტო იმაზე ვამბობ რომელიც ესეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს. თათა თვალებში მიყურებს და ისე მელაპარაკება.
- ოოო კაი რა! გაბრაზებული ტონით ვეუბნები და ისევ საწოლზე ვსწორდები. თათამ ჩაიცინა და სააბაზანოში შევიდა. საბა ასეთი გახარებული არ მინახავს, როგორც ბოლო რამოდენიმე დღეა, რაღაცას ვატყობდი, მაგრამ არაფერი მიკითხავს, რადგან ყველაფრის მოყოლა თვითონ უყვარს.
- მოემზადე და გავედით. თათა სააბაზანოდან გამოსვლისას მეუბნება და კარადას აღებს. – და საბამ იქნებ შავი ზედა მათხოვოსო უკან, რომ ნარინჯისფერი პრინტი აქვს.
- მოვძებნი და შენც მალე ქენი არ დაიწყო რა მზადება და რაღაცეები. თათას ვეუბნები და მის უკან ვდგები რათა ჩემი ტანსაცმელიც გამოვიღო.
- ჩემი კრემისფერი, შარვალი ხომ არ გინახავს? ვეკითხები თათას.
- რომელი კრემისფერი?
- სწორი, რომ არის, ბოლოში რო ვიკეცავ, აი ნაჭრის კრემისფერი შარვალი.
- აი! მესამე თაროდან იღებს და მაწვდის. – და ზოგადად ჯერ ხელ-პირი უნდა დაიბანო. თათა ჩემსკენ ტრიალდება და მიყურებს. მე უბრალოდ ვაიგნორებ ხელს მაღლა ვწევ და ყველაზე მაღალი თაროდან ჩემს შავ გრძელ მაისურს ვიღებ და ვიცვამ. თათა სახეზე თავისი რაღაც გაუგებარი ნივთიერებების წასმას იწყებს და შემდეგ ყავის მოსადუღებლად გადის. მე სააბაზანოში შევდივარ და შემდეგ ჩემს სუნამოს ვისხამ, შემდეგ მისაღებში გავდივარ, სადაც თათა მხვდება ტელევიზორთან და ფინჯანზე მიმანიშნებს.
- აი შენი ყავა, მე შევალ ჩავიცვამ.
- კაი ვეუბნები და ჩემს ყავას ვიღებ. – უი და საბამ დამირეკა მალე მოდითო.
- უჰჰუმმმ! ვპასუხობ და ტელევიზორის ყურებას ვაგრძელებ. ძალიან მალე თათა ჩაცმული გამოდის. ყავისფერი სადა ტოპი, ჯინსის სწორი შარვალი და თეთრი ფეხსაცმელი.
- მზად ვარ და წავედით, ფეხზე ჩაიცვი. მეუბნება და კორიდორის საკიდიდან ყავისფერ ქუდს და ყავისფერ მოკლე მხარზე გადასაკიდ ჩანთას იღებს.
- გავედით! კარებს ვკეტავ და ლიფტს ვიძახებ. მანქანაში ვჯდებით და ათ წუთში საბას სახლში შევდივართ.
- აბა რას შვებით? ვკითხულობ და ვამჩნევ, რომ ლიზი ანაბელი და თორნიკე უკვე მოსულები არიან.
- თქვენ გელოდებოდით, ჩვენც ახლა მოვედით.
- ლუკა? კითხულობს თათა და დივანზე ჯდება.
- მოვა ძაან მალე. პასუხობს საბა.
- ძაან აღელვებული ჩანხარ. ვეუბნები საბას და ვუღიმი.
- რას იცვამ? ისევ კითხულობს თათა.
- აი შავი ზედა ხო მომიტანეთ?
- ეგ კი, მარა შარვალი? ფეხსაცმელი?
- ამარჩევინეთ რავი. საბა მხრრბს იჩეჩავს.
- წავედით! ამბობს ლიზი და სამივენი საძინებელში შერბიან. საბა იღიმის და დივანზე ჯდება.
- რას აკეთებ? თათა ორ წუთში კარებიდან თავს ყოფს და ბოლო ხმაზე გაჰყვირის. – წამოეთრიე შენ გამზადებ მე კი არ ვემზადები.
- მოვდივარ! საბა ყოყმანით დგება დივნიდან და ზუსტად ამდროს ლუკა შემოდის.
- მიდი ბიჭებთან და გამოვალ მეც თუ გამოვასწარი. საბა ამბობს, ისევ მხრებს იჩეჩს და ოთახში შედის. მალევე ანაბელი გამოდის ოთახიდან და იძახის:
- მე იმათი წიკვინის თავი არ მაქ. იძახის და ხელებს მაღლა წევს.
- მე შევალ ვნახავ აბა! ვიღიმი და დივნიდან ვდგები.
- ცოცხლად შეგჭამენ. მაფრთხილებს ანაბელი.
- მჭამენ უკვე ცოცხლად, აბა თათა რისთვისაა. ვპასუხობ და მეც საძინებელში შევდივარ.
- აი სანდრო შენ მაინც უთხარი საბას. ლიზი თვალებში მაშტერდება და თეთრ სადა ზედას ჩემსკენ იშვერს.
- რა ? გაკვირვებული სახით ვიყურები.
- ხო ჯობია რო შენი შავი ზედა ამ თეთრ ზედაზე გადაიცვას!?
- ხო ჯობია? თათაც იმეორებს.
- გადაიროეთ? დღეს ძაან ცხელა.
- მარა ხო ლამაზი იქნება? იმეორებს ლიზი პატარა ბავშვივით.
- კაით რა!? არ მინდა ეგრე მარტო იმ შავ ზედას ჩავიცვამ.
- კაი და ეს შარვალი. თათა კარადიდან ჯინსის შარვალს იღებს.
- ხო ესენი ჩაიცვი და ეს ფეხსაცმელი. ლიზი ხელში შავ ფეხსაცმელს იღებს და საწოლთან ახლოს დებს. თათა პატარა მაგიდასთან მიდის და რაღაც ყუთს ხსნის.
- ეს ბეჭდები და აი ვერცხლისფერი ჯაჭვი. ესენიც გაიკეთე და გამოდი.
- კაი გადით ეხა! მობეზრებით ამბობს საბა და როცა გოგოები გადიან ჩუმად მეუბნება.
- ამათ თუ კიდე ტანსაცმელში აზრი ვკითხო მე ვიყო... ვეღარ ვაგრძელებ.
-დროზე ჩაიცვი თორე მერე ნახე შენ. საძინებლიდან გამოვდივარ და დივანზე ლუკას გვერდით ვჯდები.
- თამაშმა როგორ ჩაიარა? ვეკითხები ლუკას.
- მოვიგეთ, მერე დეტალებს მოგიყვებით.
- კაი. მალევე საბა გამოდის, ყველაფერი ზუსტად ისე აცვია როგორც გოგოებმა უთხრეს.
- ვაიმე! ოდნავ ხმამაღლა ამბობს თათა.
- წარბები გაქ გასაკეთებელი.
- რაა? საბა პასუხობს და ხელს წარბებზე იდებს.
- რადა ჯერ ეს ზედა ჩამოიწიე, ამის სტილია, რომ გრძელი იყოს და წარბები შუაში გაქ ამოსაღები.
- მერე ეხა რითი ამოვიღო დაიკიდე რა! ამბობს საბა.
- მე მექნება ჩანთაში რამე. თათა ჩანთას ხსნის და მალევე წარბებისთვის განკუთვნილ რაღაც პატარა მაკრატელს იღებს.
- დაჯექი გაგიკეთებ. საბა პატარა პუფზე ჯდება და თათა მის გვერდზე იმუხლება. პინცეტით ერთ ღერს იღებს.
- აუუ! მტკივნეულია! საბა გაჰყვირის.
- მოითმინე. ეუბნება თათა და კიდევ რამოდენიმე ღერს იღებს, როცა ამთავრებს საბა სწრაფად დგება და თითს თათასკენ იშვერს.
- ამას არასდროს გაპატიებ. ძალიან სერიოზული სახით ლაპარაკობს საბა. თათა სიცილს იწყებს და ისევ ჩანთისკენ მიდის.
- ეს სუნამო გიყიდე და დაისხი. თეთრ შეფუთვას აწვდის მას.
- მადლობა, მის წარბების გამანადგურებელო. ამბობს საბა და სუნამოს ისხამს.
- ვსიო? კითხულობს ანაბელი.
- მგონი მორჩა! ამბობს ლიზი და თვალს ავლებს საბას.
- გვეშველა! კომენტარს აკეთებს ლუკა.
- ასე ალბათ ქორწილისთვისაც არ ემზადებიან. ბოლოს ამბობს თორნიკე და ცალ მხარეს იცინის.
- ახლა სალომეს დავურეკავ და გავუვლი თუ უკვე მზადაა. საბა ამბობს და მაგიდიდან ტელეფონს იღებს.
- სად აპირებთ წასვლას? კითხულობს თორნიკე.
- კინოში და მერე კაფეში რა, ბანალური კია მარა რავი. საბა ამბობს და ტელეფონში რაღაცას სქროლავს, ალბათ სალომეს ნომერს ეძებს.
- ვრეკავ. ბოლოს ამბობს და მობილური ყურთან მიაქვს.
- სპიკერზე ჩართე! ჩუმად ეუბნება თათა საბას და ხელებს აქნევს, ალბათ მისი ყურადღების მისაქევად. საბაც სპიკერზე რთავს და მალევე ძალიან წვრილი ხმა გაისმის ტელეფონში, ზუსტად ამ დროს თორნიკე აივანზე გადის, რადგან მასაც ტელეფონი ურეკავს.
- ალო! საბას ტელეფონიდან ხმა გამოდის.
- ალო, სალომე, – საბა იღიმის და იდე პასუხობს – მზად ხარ რომ გამოგიარო?
- კი გელოდები! ძალიან წვრილი ხმით პასუხობს სალომე, თითქოს ძალით გამოსცემს ასეთ ხმასო. საბა ტელეფონს თიშავს და ძალიან სწრაფად ამბობს:
- გავიქეცი!
- ზედაზე რაღაც გაქ! თორნიკე ზუსტად ამ დროს შემოდის აივნიდან ოთახში და საბასკენ თითს იშვერს.
- რა? თითქოს პანიკაში ვარდება თათა და ამდროს თორნიკე სიცილს ოწყებს.
- ოოო წავედი მე აქ იყავით და მოგწერთ აქ მოსვლას რომ დავაპირებთ. საბა სახლიდან გადის და კარებს აჯახუნებს.
- ძალიან იდიოტი ხარ! თათა თორნიკეს ეუბნება და სტუდიოს ტიპის სამზარეულოსკენ მიიწევს.
- ყავა არ გინდათ? კითხულობს თათა.
- შვილო გასკდები ამდენი ყავის სმისგან. ეუბნება ანაბელი.
- მართლა რამდენს სვამ რაარი!? ვეუბნები მეც და ბოლოს თორნიკე ამბობს:
- გეფიცებით მალე ცხვირიდან ყავისფერი სითხის გამოსხმა, რომ დაიწყოს არ გამიკვირდება. ლიზიმ სიცილი დაიწყო, თორნიკემ სერიოზული სახით შეხედა და ისევ თქვა:
- მე მართლა სერიოზულად ვამბობ. ხელის მტევანი მკერდთან მიიდო და ოდნავ ჩაიცინა.
- მოკლედ გინდათ თუ არა!? გაბრაზებული ტონით ამბობს თათა და თან ერთ ხელში ყავის ქილა, მეორეში კოვზი უჭირავს.
- არა!?
- შენი გაკეთებული რამის ჭამას მირჩევნია თავი მოვიკლა. ეუბნება ლიზი და ფეხებს დივანზე წევს.
- როცა გეზარება კარგად სვამ ჩემს  მოდუღებულს!? თათა პასუხს უბრუნებს და ქილას თავსახურს აფარებს, მალევე ჩაიდნიდან წყალს ასხამს და ფინჯნით ხელში ჩემს გვერდზე ჯდება.
- თავბრუ მეხვევა. ამბობს თათა.
- დღეს რამე ჭამე? ვეკითხები მას.
- აჰ, არა! წამიერი პაუზის მერე მპასუხობს.
- რომელი საათია მერე? ვეკითხები ისევ მე.
- ოთხის ნახევარი თათას მაგივრად ლუკა მპასუხობს, მაგრამ მისკენ არ ვტრიალდები და ისევ თათას ვუყურებ.
- ათზე გაიღვიძე, არა მაგ დროს ადექი დაჟე უფრო ადრე გაიღვიძე და ამდენი ხანია მშიერი ხარ!?
- არ მშია! ძალიან წყნარად მპასუხობს თათა, მაგრამ ვიცი, რომ შინაგანად გაბრაზება წვავს.
- რა პონტში არ ჭამ, რო გახდე? კითხვას სვამს თორნიკე.
- არა კაცო! ეგ მკიდია ვაბშე! პასუხობს თათა. – უბრალოდ არ მშია და ნუ დაიწყებთ რა.
- გადავარდები არ შეიძლება ეგრე! ლიზი ერთვება ლაპარაკში.
- გული წაგივა! ამატებს ანაბელი და თათასკენ სერიოზული სახით იყურება.
- არ მშია თქო, თქვენ რა გინდათ!? თათას უკვე გაბრაზება გარედანაც ეტყობა.
- თათა, – ძალიან წყნარად ამბობს ლუკა, – მართსლს გეუბნებიან, მართალია არ გშია, მაგრამ ამდენი ხანი მშიერი ყოფნა არ შეიძლება.
- აუ არ მშია! კიდევ ერთხელ იმეორებს  და ფეხზე გაბრაზებული დგება და ტელევიზორის გადამრთველს დივანზე ახეთქებს.
- რას შეჭამ? ვეკითხები თათას და მეც ფეხზე ვდგები. მეთვითონაც არ მჯერა, რომ კამათში და ამხელა აურზაურში გადაიზარდა თათას ჭამის ამბავი.
- არაფერს. ამაზრზზენი ტონით ამბობს თათა და თვალებში მიყურებს.
- ნუ ხარ ასეთი ჯიუტი, გული წაგივა. უმეორებს ლიზი.
- და მერე კითხულობ სულ თავბრუ როგორ მეხვევაო და ამ დროს არაფერს არ ჭამ. თათას ფეხებში ხელს ვავლებ და ზურგზე ვიკიდებ.
- რა იდიოტი ხარ! გაიძახის თათა.
- სიტყვა იდიოტის მეტი რამე იცი? მობეზრებით ვეკითხები.
- კი ის რომ იდიოტი ხარ! ყვირილით მპასუხობს. თათას სამზარეულოს, ბარის მაღალ სკამზე ვსვამ და თვალებში ვუყურებ.
- რას შეჭამ? ვეკითხები მას.
- ხო თათა, რას შეჭამ? თორნიკეც კითხულობს.
- აი იცი რა არ მესმის!? – რატო ატეხეთ ამხელა ამბავი? იმიტომ რომ საჭმელი არ მაქ დღეს ნაჭამი? რა უაზრობაა! გაბრაზებული ტონით ლაპარაკობს თათა.
- არა, მართლა სერიოზულია, – ლაპარაკს ლუკა აგრძელებს – შენი ჯანმრთელობაა ამაზე დამოკიდებული.
- ხოდა რას შეჭამ? კიდევ ერთხელ ვსვამ არ შეკითხვას.
- აუ არ მშია! თათა ისევ მობეზრებულად პასუხობს.
- კაი რაა! ლიზი ხელებს შლის და თათას უყურებს.
- კაი ჯანდაბას, იოგურტი! ამბობს თათა.
- საჭმელი. ვეუბნები მას.
- ეგაც ხომ იჭმევა!? მოჭიტული თვალებით მეკითხება თათა.
- კი, მაგრამ.. თათამ გაგრძელება აღარ მაცადა და თვითონ დაიწყო ლაპარაკი.
- მარტო იოგურტს შევჭამ, მარწყვის იოგურტს.
- მაცივარში არ იქნება? ლიზი კითხულობს.
- არა, საბას იოგურტი არ უყვარს. ვპასუხობ მე – და შეგიძლიათ მაღაზიაში ჩახვიდეთ თან ჩიფსები და რაღაც ეგეთები იყიდეთ რა და ყველასთვის იოგურტები.
- მე წავალ, თან ფული მაქვს გადასარიცხი. მეუბნება თორნიკე.
- აი ბარათი წაიღე. საფულიდან ბარათს ვიღებ და თორნიკეს ვაწვდი.
- არ მინდა კაცო! მპასუხობს ის.
- გრუზინივით ნუ იქცევი რა! ვეიბნები და ბარათიან ხელს ვუშვერ.
- ოჰ კაი! მპასუხობს ისევ ის და ხელიდან ბარათს მართმევს.
- აქ უნდა ვიჯდე თუ შეიძლება ადგომა? გაბრაზებული ტონით მეუბენბა თათა და თვალებს აბრიალებს, შემდეგ დივანზე ჯდება. სახის გამომეტყველებაზე ვატყობ, რომ გაბრაზებულია, სულ ასე იქცევა, როდესაც გაბრაზებულია ან რამე არ მოსწონს ხმას არ იღებს, უბრალოდ ქვასავით ზის.
- საშინელი ხასიათები გაქვს! ეუბნება ანაბელი თათას. მას რეაქცია არ აქვს, უბრალოდ მოჭუტული თვალებით გადახედა ანაბელს. მე და ლუკამ კალათბურთზე ლაპარაკი დავიწყეთ, ლიზიც ჩაერთო საუბარში. მალევე თორნიკე ბრუნდება პარკებით ხელში და ბარზე დებს.
თორნიკეს ხედვა:
- საბამ დამირეკა, 15 წუთში მოვალთო! აღფრთოვანებული ვამბობ მე
- ძალიან მაგარია! ერთი სული მაქ. ლიზი ამბობს, დივანიდან დგება და პროდუქტების ამოლაგებას იწყებს.
- მე ის გოგო ხმაზეც კი არ მომეწონა. თათა ამბობს და სამზარეულოში შემოდის.
- აი მთელი დღეა დილიდან მაგას გაიძახის, რომ ცუდი შთაბეჭდილება აქვს. სანდრო ამბობს და პარკს ბარზე ახეთქებს.
- ჯერ გავიცნოთ რა! ამბობს ანაბელი და წვენის ჭიქებს ალაგებს. მალევე კარზე ზარია.
- მე გავაღებ! ვამბობ მე და კარებისკენ მივიწევ. კარებს ვხსნი და სახე მეცვლება.
- გამარჯობა! შავგვრემანი გოგო ამბობს თავისი წიკვინა ხმით. მოკლე ბოლოკაბა და მოკლე ტოპი აცვია.
- გაიცანით, ეს სალომეა! გახარებული ხმით ამბობს საბა და ყველას გვაცნობს. სალომეს აქ რა უნდა? ეს კითხვა მიტრიალებს ახლა თავში. საბას გული ათას ნაწილად დაიშლება.
- ხელებს გადავიბან. ამბობს სალომე და თვალებში მიყურებს.
- აი იქ, ხომ იცი!? თითით ანიშნებს საბა. სალომე თავს აქნევს და კარებისკენ მიდის. საშინლად მოკლე ბოლოკაბა აცვია, ვისაც რა უნდა ის ჩაიცვას, მაგრამ ნეტა არაკომფორტულად არ გრძნობს თავს?
- აქ რას აკეთებ? სააბაზანოდან გამოდის თუ არა კედელზე ვაკრავ და ისე ვეკითხები. დანარჩენები მისაღებში არიან, საბას გარშემო.
- შენ ვინ გეკითხება? ნაგლურად მიბრუნებს პასუხს.
- საბა ჩემი საუკეთესო მეგობარია! გაფრთხილებ! მკაცრი ტონით ვეუბნები და მის გარშემო კედელზე მიდებული ჩემი ხელებისგან ვანთავისუფლებ. თათა მთელი დღე ტყუილად არ იძახდა მაგ გოგოზე ცუდი შთაბეჭდილება მაქვსო.
- სად გაიცანით ერთმანეთი? ინტრიგულად ვეკითხები და სალომეს თვალებში ვუყურებ.
- კლუბში. მოკლედ მპასუხობს საბა.
- რომელ კლუბში? ვეკითხები და კლუბის სახელს ვეუბნები სადაც მე და სალომე შევხვდით ერთმანეთს.
- კი საიდან იცი? საბა ოდნავ გაკვირვებული სახით მეკითხება, მაგრამ სახიდან ღიმილს მაინც არ იშორებს.
- არა, უბრალოდ!! ვამბობ და მხრებს ვიჩეჩავ. წინადადება არ მაქვს დამთავრებული, რომ სალომე იწყებს ლაპარაკს.
- მე და თორნიკე ადრე შევხვედრილვართ.
- კი, ვიცნობთ, მეც მაგ კლუბში გავიცანი, ფაქტიურად ოცდაოთხი საათი მანდ ზის. თათა თვალებს ფართოდ ახელს და მე მიყურებს, მგონი მიხვდა რასაც ვგულისხმობ.
- შენ საიდან იცი? ლიზი გაკვირვებული მეკითხება. ლუკას შევხედე, სახეზე აწერია, რომ ისაც ხვდება.
- რა ლიზი? ვეკითხები მას
- აი სულ რომ იქ არის!?
- საბა! წიკვინა და ანერვიულებული ხმით ამბობს სალომე, მაგრამ ლაპარაკს არ ვაცდი.
- მაგას ცოდნა რად უნდა!? არ მინდოდა ყველაფერი პირდაპირ მეთქვა.
- რა ხდება ვერ ვხვდები? თუ ერთმანეთს იცნობთ უკეთესი, ერთმანეთის შესახებ ბევრი რამე გეცოდინებათ. საბა ოდნავ ხმამაღალი ტონით ამბობს.
- კიდევ კარგი მე მაინც ვიცი მის შესახებ ელემენტარული რამე მაინც. გაბრაზებული ვამბობ.
- აუ არ არსებობს. ძალიან დაბალ ხმაზე, ჩურჩულით ამბობს ლუკა ისე, რომ ძლივს გავიგე რა თქვა.
- აშკარად არ მოგწონთ ჩემი აქ ყოფნა, წავალ. სალომე სწრაფად ამბობს, დგება და სახლიდან გარბის. საბა მის ამ საქციელზე შეშფოთებული ჩანს.
- რა მოხდა ვერ გავიგე! ამბობს საბა ყვირილით და ფეხზე დგება, კარებისკენ მიიწევს.
- რა ვერ გაიგე? გაბრაზებული და საშინლად ხმამაღალი ტონით ვუყვირივარ, თავს ვერ ვაკონტროლებ, ვგრძნობ კისერზე და ხელებზე ვენები მეჭიმებოდა.
- ბოზია ეგ გოგო, ბოზი!! მაგასთან ვიწექი, ერთი ღამის გულისთვის! ბოზია და მეტი არაფერი, მეც მაგ კლუბში გავიცანი. ბოზია, მაგასთან ერთად ვიწექი. ვიმეორებ და ხმის ტონს უფრო ვუმატებ. ლაპარაკს, რომ ვამთავრებ, ძალა გამოცლილი დივანზე ვეშვები და ხელებს მუხლებს ვიწყობ, თითებს ერთმანეთში ვხლართავ. საბა უგონოდ დგას და შემდეგ ძალიან ჩუმად ამბობს.
- ჰაერზე გავალ.
- გინდა გამოგყვე? აღელვებული ეკითხება სანდრო.
- არა. ამბობს და თავს უარის ნიშნად აქნევს. თათა დივანზე უგონოდ ზის და ბალიში აქვს ჩახუტებული, სახეზე არაფრისმთქმელი გამომეტყველება აქვს.
- რას არ ნახავს რა!? ლუკა ამბობს და აივანზე გადის.
- ამას ნაღდად არ მოველოდი! ანაბელი ამბობს და ღრმად სუნთქავს.

Comment