《lavanda boy》

ბევრი, ბევრი კომენტარი მინდა. კარგ ხასიათზე ვარ და თან ეს ვანშოთი ჩემი პირველი ომეგავერსია🙈

                   ☆☆☆☆☆☆☆

_ამბობენ, თუ დაბადების დღეზე სურვილს ჩაუთქვამ და სანთელს ჩააქრობ, სურვილი აგისრულდება.

დამაიმედებლად ჟღერდა, ეს მხოლოდ იმიტომ, ამ უზადოდ ლამაზ, სანდო ალფას რომ ეკუთვნოდა სიტყვები. სხვა შემთხვევაში ომეგა არც კი დაუგდებდა ყურს ზემოთთქმულს, შეიძლება არც კი გაჩერებულიყო ერთ ადგილზე ამდენად მშვიდად, როგორც ამ წამს იყო.

_ნუთუ?! შენ აგსრულებია სურვილები?

ალფას არ გამოპარვია ომეგის გაფითრებულ, გაცრეცილ სახეზე შეტოკებული მიმიკა. ძალიან ლამაზიაო, გაიფიქრა და მზერა უმცროსის სისხლისფრად გადაღებილ, თხელ ტუჩებზე გადაიტანა, საუბრისას ვალსს რომ ეცეკვებოდნენ ბაგენი ერთმანეთს. მოსწონდა, სასწაულად!

_ერთ-ერთი მათგანი ახლა ჩემს წინ ზის, პატარა ბიჭო, ასე რომ, დიახ, ამსრულებია.

ალფას ძლიერი, ბარხატოვანი ხმით წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა რაღაც საოცრად, სასიამოვნოდ აუწრიალეს მუცელში გრძნობები შეფარკლულ ლოყება ომეგას.

_მე კი არა. ჯერ ისევ აქ ვზივარ. უკვე წლებია...

რამდენიმე საათით ადრე. <●>

მისაღების შუაგულში მდიდრულად გაწყობილი მაგიდის თავში იჯდა მუდამდღე ელეგანტურად შემოსილი ალფა. მისი რანკისთვის ზედმეტად ნაზი ნაკვთების მქონე კაცი, ლამაზი, საოცრად თბილი ღიმილითა და მომნუსხველი ხმით ნებისმიერის კეთილგანწყობას იმსახურებდა. მოსწონდა ომეგას მისი ღიმილის ყურება. ახლაც ვერ აშორებდა თვალს მასთან ასე ახლოს მჯდომ მამას. მოსწონდა და ხანდახან თავადაც კი ცდილობდა მამის მანერები დაეკოპირებინა. არ გამოსდიოდა, თუმცა ცდილობდა ხოლმე. ალფა ხომ მისთვის ჩაუქრობელი ვარსკვლავივით იყო.

სადღესასწაულო განწყობა სუფევდა სახლში, თუმცა არა თავად ომეგას გულში. ოდნავადაც არ მოსწონდა ეს ყოველივე. წამითაც ვერ იღებდა სიამოვნებას იმის გამო, მისი დაბადების დღის აღსანიშნავად ამდენ მომღიმარ, მხიარულ მგელს რომ მოეყარა თავი აქ, მის სახლში. ყველა უმნიშვნელო პიროვნება იყო აქ, მაგრამ ყველასგან გამორჩეული, ყველაზე საჭირო ალფა არ ჩანდა არსად. გრძნობდა მასზე საცოდავი მზერით მიშტერებულთ და ეს იმდენად დიდ დისკომფორტს უქმნიდა, შეიძლება მალე ატირებულიყო კიდეც. დაღლილი იყო, თვალებს უხალისოდ დააცეცებდა აქეთ-იქით. ფერადი ბუშტები, ლამაზი გირლიანდები, მოციმციმე, ოქროსფერი განათებები ყველა შესაძლო კუთხეში, მოკისკისე ახალგაზრდები, მისი თანატოლი, სრულფასოვანი, ომეგები, ალფები, ბეტებიც კი. თავად არ იყო სრულყოფილი. არ და ვერ იყო. გაღიზიანდა, ამდენად ბედნიერ სახეებს თავად ასეთი უბედური ვერ უყურებდა. თვალები აეწვა გულთან ერთად. ყვრიმალზე ჩამოგორებული ცრემლი შეუმჩნევლად, უხეშად მოიშორა გრძელი სვიტრის მაჯით.

_ჯონგუკ, ყველაფერი რიგზეა?

მის წინ ჩაიმუხლა უფროსი ალფა. მამის თბილი, მზრუნველი ხმის გაგონებისთანავე მოაშორა თვალი იმ ერთ წერტილს, ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში მის იქით რომ არ გაუხედავს არსად ომეგას.

_თეჰიონი.

_მოვა, აუცილებლად მოვა.

თითქოს მიუხვდაო, რისი თქმა უნდოდა შვილს. სწრაფად განუქარწყლა ამ სიტყვებით სევდა ომეგას. ნაზად გადაუსვა იასამნისფერ თმაზე ხელი, შუბლზე ეამბორა ტკბილად, ძალიან ტკბილად.

_ოთახში გამიყვან?

_აქ დარჩი, ტორტზე სანთლები ჩავაქროთ. შენი საყვარელია, უამრავი ალუბლით.

_გთხოვ. თეჰიონს ჩემს ოთახში დაველოდები, ძალიან გთხოვ.

ჯონ ჰოსოკი, წარმატებული ალფა ბიზნესის სფეროში, მზრუნველი, მეოჯახე მეუღლე და საოცარი მამა პატარა ომეგასთვის. ხალხის, სოც მედიებისა თუ ჟურნალისტების ყურადღება ახლად შეუღლებული ჰოსოკიდან და სანიდან მალევე გადავიდა აწ უკვე ახლად გაჩენილ ჯონგუკზე. მას მერე იყო ომეგას ყურადღება არასდროს მოკლებია და ეს ამ მომენტში ყველაზე მომაბეზრებელიც კი გამხდარიყო ბიჭისთვის.

ფუფუნებაში, ზრუნვასა და, რაც ყველაზე მთავარია, ოჯახურ სითბოში იზრდებოდა ომეგა. მშობლების პატარა ნებიერას გალაქტიკად ქცეოდა ბემბის თვალები. სწორედ ის სიმრგვალეები, ბუთქუჩა, აწითლებულ ლოყებსზემოდან რომ იჭყიტებოდნენ და გარემოს ცნობისმოყვარედ შეისწავლიდნენ. ანცად უნათებდა სახე მუდამ. ყველასთვის საყვარელი წყვილის ყველაზე საყვარელი შვილი იყო პატარა ომეგა. უზადოდ ლამაზი ნაკვთების, ნაზი, საოცრად ტკბილი ხმისა და იმ სურნელის პატრონი, უთუოდ რომ დაგახვევდათ თავბრუს მისი ჩასუნთქვისთანავე. ბამბის ყვავილის სასიამოვნო და ლავანდის საოცრად ტკბილ, მათრობელა სურნელს ატარებდა ჯონგუკი.

უყვარდა კეკლუც, თავნება, თუმცა მუდამ სასიამოვნო მოსაუბრე ომეგას ყურადღების ცენტრში ყოფნა, ეს უხვად ჰქონდა ყოველთვის. საუკეთესო მშობლები და მეგობრები ჰყავდა  გარშემო, მუდამ გარს რომ ეხვივნენ. თავი არასდროს უგვრძნია სუსტად, არადა სმენოდა, ომეგები ყველაზე მხდალები, მგრძნობიარეები არიანო. ერთს გამობერავდა ტუჩებს წინ და ისე აკვირდებოდა ირგვლივ მყოფთ.

პირველი დენა რთული იყო, თვითონ ის წელიც კოშმარულად დასრულდა. ტრაგედია დატრიალდა ჯონების ოჯახში.

დღე სიკვდილისა, დღე ღამისა.

ავარიის დღე, რომელმა დღემაც ოჯახს მოსტაცა საოცარი მეუღლე და საუკეთესო დედა. ეს ის უბედური დღე იყო, რომელიც ჯონგუკს არც ერთ წამს დავიწყებია, ვერც დაივიწყებს. მაშინ სულ რაღაც თოთხმეტი წლის იყო. ახსოვს სანის ულამაზესი, თბილი ღიმილი, მისი ხმა და შემდეგ დაინახა, როგორ გადაეფინა დედის ნათელ სახეს შიში, იგრძნო რაღაც ტკივილი და წამში ყველაფერი სიშავემ შთანთქა. თვალის დამძიმებულ უპეებს სანამ გაახელდა, მანამ დაპანიკდა. მიხვდა, რომ ის ამაზრზენი საავადმყოფოს სუნი, რომელსაც დედის მინდვრის გვირილებისა და თაფლის სურნელის ნაცვლად გრძნობდა, სულაც არ ნიშნავდა კარგს არაფერს. ჯონგუკი ინვალიდის ეტლში პირველად ხუთი წლის წინ ჩასვეს, მას მერე იქიდან აღარ წამომდგარა დამოუკიდებლად. სტკიოდა, მაგრამ ვერაფერს შველოდნენ მის ტკივილს.

ის ყურადღება, რომელიც ასე სიამოვნებდა წარსულში, ახლა თავს უსუსურად აგრძნობინებდა. ვეღარ უძლებდა ადამიანებისგან წამოსულ მზერას, რომელიც თანაგრძნობაზე მეტად სიბრალულს აგრძნობინებდა. ჰოსოკიც კი ვერ ხვდებოდა, ასეთი მზერით რაოდენ სტკენდა შვილს. ვერ უყურებდა ომეგას ისე, თვალზე ცრემლი რომ არ მოსდგომოდა და ვინ იცის, რაოდენ უჭირდა ამ ძლიერ ალფას ჯერ საყვარელი მეუღლის ცივ მიწაში დამარხვა, შემდეგ სისხლი და ხორცის, თავისი პატარა ომეგის ასეთ მდგომარეობაში ყურება. ყველაფერს აკეთებდა, რომელ ექიმთან აღარ ჰყავდა ომეგა, თუმცა შედეგი არ ჰქონდა ამ თავდაუზოგავ მცდელობას.

აგიჟებდა ომეგას საკუთარი უნიათობა. და დიახ, განა ამ ქვეყნად ყველაზე უბედური ას არ არის, ვისაც არ ძალუძს საკუთარი ცხოვრების შეცვლა?! უნიათოაო, ვახსენე და არ გეგონოთ, ბიჭის მხოლოდ ფიზიკურ შესაძლებლობებზე ვამბობდე რამეს. არა, ის სულიერადაც იყო უნიათოდ ქცეული. ვეღარ ბედავდა, აღარ ბედავდა ადგილიდან წამოდგომას. თუ მთელი ხუთი წლის განმავლობაში ვერაფერი შეიცვალა, ახლა უკვე აღარ ჰქონდა აზრი მცდელობასაც კი. ვაი, რომ მართლა აღარ შეეძლო ტყუილი იმედების დამყარება და შემდეგ იმედგაცრუებისგან მიღებული ტკივილის გაძლება. დანებდა. დამოუკიდებლად სიარულზე ფიქრიც კი შეწყვიტა.

საძინებელში მარტო დარჩენილს კიდევ დიდხანს ესმოდა მისაღებიდან წამოსული ხმაური. თავი უსკდებოდა, გრძნობდა, როგორ დასუსტებოდა ისედაც სუსტი სხეული ომეგას. ეტლში აღარ იჯდა, მამამ საკუთარი ხელით მიაწვინა საწოლზე, კომფორტულად ამოუდო ბალიში ზურგს უკან და დაუბარა, რამე თუ დასჭირდებოდა, მაშინვე დაეძახნა. საინტერესო სანახავი იყო მისთვის ღია ფანჯარაში შემოჭრილი გაზაფხულის სიოსგან აფრიალებული თხელი ფარდის ყურება. ო, მერედა როგორ თავისუფლად აჰყოლოდა კეკლუც სიოს ეს სიფრიფანა ქსოვილი. ხომ შეიძლებოდა, ერთ დღეს თავადაც ასე დამყოლად გაჰყოლოდა საკუთარი ფეხის ნაბიჯს?! იქნებ წამომდგარიყო საწოლიდან, შიშველი ფეხით შეხებოდა შეციებულ იატაკს და ნაბიჯი თავისუფლად გადაედგა წინ. ეს უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო. დამძიმებულ გულს კიდევ უფრო მეტად უმძიმებდა ფიქრები. ზოგჯერ საჭირო იყო საკუთარი თავისთვის გვერდიდანაც შეეხედა, მაგრამ ამით აღარ იცოდა, განსხვავებულს რამეს თუ ნახავდა. ინვალიდი ომეგა გვერდიდანაც ინვალიდი იყო ასეთი ხინჯით სხეულზე. თვალები მიეხუჭა, ყურსასმენებში სიმღერებს უსმენდა, გონებას ასე თუ დაასვენებდა. ზუსტად რა დრო გაატარა ასე, ნამდვილად ვერ გეტყოდათ, თუმცა შავი ოპიუმისა და კედრის ხის სურნელი რომ იგრძნო, მხოლოდ იმ წამს მოეშვა მთლიანი სხეულით. ნესტოები ამოექოლა ამ მძაფრი, საშინლად სასიამოვნო სურნელით, თავის ტკივილიც კი სადღაც გადაიკარგა და მთელი დღის განმავლობაში ამ წამს პირველად იგრძნო სიმშვიდე. ყურსასმენები არ მოუშორებია, თვალებიც კი ისევ დახუჭული ჰქონდა საბოლოოდ რომ იგრძნო შეხება, მაგრამ არა თბილი კანის, ბეწვი იყო და ეს ნათლად შესამჩნევი გახლდათ ჯონგუკისთვის.

_თეჰიონ.

ალბათ, მონატრების გამო იყო ამდენად სასოწარკვეთილს რომ აღმოხდა ალფას სახელი. კიმს სხეულზე დაბურძგლა, ჯონგუკს ისეთი ხმა ჰქონდა, თეჰიონი მასზე დამოკიდევული რომ გახადა. მთელი დღე ექავებოდა ხელები, ისე ძლიერ სურდა ომეგას შეხებოდა, მისი ხმა და ეს მათრობელა სურნელიც ძლიერ ენატრებოდა, მაგრამ საავადმყოფოში ნამდვილად ვერ მოახერხა შესვენება და ომეგასთან დარეკვაც კი.

კიმის მიმზიდველი თვალებიდან კალთაში მწოლიარე ბეწვის გორგალზე სწრაფად გადაიტანა მზერა ჯონგუკმა. ახლა ზუსტად ისე იღიმოდა ომეგა, თეჰიონს რომ უყვარდა.

_აქ რას აკეთებ, თანი?!

თლილი თითებით მიეფერა შინაურ ცხოველს ფუმფულა ბეწვზე, მისი შეხებით მთლად გაინაბა ძაღლი.

_სიურპრიზი მოგიწყვეთ მე და თანიმ, შენი დაბადების დღისთვის სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა ჩვენი ბიჭი.

ომეგის კალთაში განაბულ თანის თავადაც მიეფერა ალფა.

_წავიდნენ? ხმა აღარ ისმის.

_წავიდნენ. ჰოსოკმა მითხრა, როგორი მოწყენილიც იყავი. ტორტზე სანთლებიც კი არ ჩაგიქრია.

საწოლის კიდეზე მჯდომმა ფეხებიც აიკეცა, ომეგის მხარზე ჩამოდო თავი, მის კისერს მიელამუნა ცხვირით, საკუთარ ნიშანს ნაზად შეეხო თითებით. თითქმის გამქრალიყო ჯონგუკის კისრიდან თეჰიონის ნიშანი. ასეც მოხდებოდა, ჭეემარიტები ხომ არ იყვნენ ისინი. თუმცა არა, ვცდები. ჭეშმარიტებსაც კი არ აქვთ ხანდახან ამდენად ღრმა, ამდენად ახლო ურთიერთობა, როგორც ეს ამ ორის შემთხვევაში იყო. საერთოდ, ვფიქრობ, ამ ორთან ყველა კანონი, ყველა წესი კარგავდა ძალას.

ნანატრ სურნელს ამდენად ახლოს რომ გრძნობდა, თავბრუც კი ეხვეოდა. თანის ფერებას მოშვებოდა, ალფას წაბლისფერ თმას ელამუნებოდა თითებით და მის დალალებზე ისე თამაშობდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა.

_მე არ მინდოდა იქ. ისინი მუდამ მაგრძნობინებენ, რომ მათნაირი სრულყოფილი არ ვარ, ვერც ვერასდროს ვიქნები.

_შენ ყველაზე სრულყოფილი ომეგა ხარ, ერთი და უზადოდ მშვენიერი.

უმცროსის მხარს მოაშორა თავი, ომეგას თვალები სველი ჰქონდა, მაგრამ არ ტიროდა. თეჰიონს შეეძლო დაეფიცნა, რომ იმ წუთას ჯონგუკის ტკივილს თავადაც გრძნობდა. მერე რა რომ ჭეშმარიტები არ იყვნენ?! მერე რა თუ იქ, ზემოთ, ქალღმერთს არ დაუკავშირებია მათი გზები გადასაკვეთად?! ეს ხომ მოხდა? მოხდა და ეს, ალბათ, საუკეთესო რამ იყო ჯონგუკის გაუფერულებულ ცხოვრებაში. ალფა ომეგასათვის ღამის ცაზე მოციმციმე ვარსკვლავი, დილის ცაზე კი გავარვარებული მზე იყო.

_ასეთი?! ეტლში მჯდომი უუნარო, სუსტი ომეგა? სექსის დროსაც კი კუნძივით ვდევარ. თეჰიონ, ვერაფერში გამოგადექი.

_ჩშშშ. ეს აღარ თქვა!

ალფას ტორებს მოექციათ ბიჭის სახე, მისი სხეული ერთიანად თრთოდა. სველი თვალის უპეებისკენ დაიხარა, რბილად შეეხო შევარდისფერებულ კანს, ნაზად ეამბორა ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს. გულს სტკენდა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა. ამ ბრძოლაში უკვე წლები იყო ჯონებთან ერთდ იბრძოდა კიმი, თანაც ომეგას მკრურნალი ექიმის როლში და გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო ის, თუ რამდენად კარგად ხვდებოდა ჯონგუკის ტკივილს.

_შენი ჭეშმარიტი რომ გამოჩნდეს?! მერე როგორ ვიქნებით?

ალბათ, ყოველთვის გაურბოდა ამ საკითხს. ვერ ბედავდა ალფასთან ამის განხილვას. თავად არ ჰქონდა იმედი, საკუთარი ჭეშმარიტის გამოჩენის შემთხვევაში ალფა მას ასეთი ნაკლით მიიღებდა თუ არა. ალბათ, მაშინვე უარყოფდა.

შემდეგ კიმი გამოჩნდა, სხვისი ჭეშმარიტი, მაგრამ ჯონგუკის სულის ნაწილი ისე იქცა, ამას ვერც კი ხსნიდა. თუმცა როდემდე დარჩებოდა ალფა იმ ომეგასთან, რომელსაც დამოუკიდებლად საპირფარეშოში გასვლაც კი არ შეეძლო?! ჯონგუკი მისი ჭეშმარიტიც კი არ იყო! რა ვალდებული უნდა ყოფილიყო თეჰიონი, ომეგა საკუთარი ზურგით ეთრია.

თეჰიონმა ომეგას იასამნისფერი კულულებიდან მოჰპარა საყვარელი სურნელი. ოდნავ დასწია სახე, ჯონგუკს გაუსწორა მზერა. ისევ ისე ძლიერ ეთამაშებოდა ალფას გულს ომეგას ყოველი ქმედება, როგორც იმ დღეს, პირველად რომ შეხვდა საავადმყოფოს გაყინულ კედლებში.

_მაშინ, როცა შენ არსებობ ჩემს ცხოვრებაში, ამდენად ძლიერ მიყვარხარ და ამდენად მაბრუებ შენი მათრობელა სურნელით, ნუთუ გგონია, რომ ოდესმე დაგტოვებ?

_თეჰიონ...

_არ დამისრულებია, ყვავილო.

ტუჩებზე აფაარა საჩვენებელი თითი ომეგას, ასე აიძულა გაჩუმება. უმცროსმა მორცხვად ჩახარა თავი, კიმისგან დაძახებულმა ზედმეტსახელმა ერთიანად აუხურა სხეული. მოსწონდა, როცა ასე მიმართავდა ალფა.

_ერთადერთი ომეგა ხარ ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ომეგა, მხოლოდ ჩემი და არ დავუშვებ შენგან შორს ყოფნას.

იგრძნო, როგორ ნაზაფ დაეკონა საკუთარი ტუჩებით ალფა. კოცნიდა იმდენად გრძნობით სავსე, როგორც ეს შესაძლებელი იყო. კოცნიდა და ჯონგუკი ხვდებოდა რამდენად გულწრფელი იყო თეჰიონი ამ მომენტში. არა, ის ყოველთვის გულწრფელი იყო, მაშინაც კი, როცა თავადვე უთხრა ომეგას, რომ მისი ფეხზე წამოდგომის შანსები მცირე იყო. თეჰიონს არასდროს დაავიწყდება ომეგის გაყინულ სახეზე ჩამოგორებული ერთადერთი ცრემლი. მაინც როგორი ღვთაებრივი სილამაზე ჰქონდა ომეგას, იმ მომენტში, განადგურებული, ცრემლიანი თვალებით, სახეზე ფერწასულიც კი ამდენად გასაოცარი რომ იყო ალფასვის?!

_დაბადების დღეს გილოცავ, პატარავ. ახლა სანთელს ჩააქრობ.

მოსცილდა თუ არა კოცნით გაბრუებულ, თვალებმილულულ ომეგას, სწრაფად წამოხტა ფეხზე და ტუმბოზე არსებულ ფუმფულა კექს ერთადერთი სანთლით, აქ შემოსვლისას თან რომ შემოიტანა, მარდად მოუკიდა ცეცხლი.

_ამბობენ, თუ დაბადების დღეზე სურვილს ჩაუთქვამ და სანთელს ჩააქრობ, სურვილი აგისრულდება.

დამაიმედებლად ჟღერდა, ეს მხოლოდ იმიტომ, ამ უზადოდ ლამაზ, სანდო ალფას რომ ეკუთვნოდა სიტყვები. სხვა შემთხვევაში ომეგა არც კი დაუგდებდა ყურს ზემოთთქმულს, შეიძლება არც კი გაჩერებულიყო ერთ ადგილზე ამდენად მშვიდად, როგორც ამ წამს იყო.

_ნუთუ?! შენ აგსრულებია სურვილები?

ალფას არ გამოპარვია ომეგის გაფითრებულ, გაცრეცილ სახეზე შეტოკებული მიმიკა. ძალიან ლამაზიაო, გაიფიქრა და მზერა უმცროსის სისხლისფრად გადაღებილ, თხელ ტუჩებზე გადაიტანა, საუბრისას ვალსს რომ ეცეკვებოდნენ ბაგენი ერთმანეთს. მოსწონდა, სასწაულად!

_ერთ-ერთი მათგანი ახლა ჩემს წინ ზის, პატარა ბიჭო, ასე რომ, დიახ, ამსრულებია.

ალფას ძლიერი, ბარხატოვანი ხმით წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა რაღაც საოცრად, სასიამოვნოდ აუწრიალეს მუცელში გრძნობები შეფარკლულ ლოყება ომეგას.

_მე კი არა. ჯერ ისევ აქ ვზივარ. უკვე წლებია...

არ ჰქონია მყარი ხმა, იმედგაცრუებული იყო პატარა ომეგა. ალფამ ნათლად დაინახა, როგორ გაუკრთა უმცროს მელნის გუბეებში სევდა, ჩვეული, თანმდევი ნისლისფერი გადაეკრა უფროსისთვის საყვარელი ომეგის გიშერივით მუქ, ამავედროს ვარსკვლავებით მოჭედილ თვალებზე. თავად ალფამაც კი იგრძნო წვა.

თეჰიონის ხელებში არსებულ, პატარა, ფუმფულა კექსს მიაპყრო ნაღვლიანი მზერა ომეგამ. განაღა სჯეროდა ამ სისულელის?! ახლა უკვე აღარ! აღარ იყო ის გულუბრყვილო ბავშვი, ვარსკვლავის ჩამოვარდნისას, სანთლის ჩაქრობისას სურვილს რომ ჩაუთქვამდა ხოლმე და შემდეგ მის ასრულებას ელოდა. ამდენი იმედგაცრუების შემდეგ აღარ სჯეროდა, ვეღარ დაიჯერებდა! კექსის შუაგულში ერთადერთი აალებული სანთელისკენ გადაიხარა, მსუბუქმა სულის შებერვამ წამში შთანთქა ოქროსფრად მოციმციმე ცეცხლი.

სურვილი სურვილად რჩებოდა. ფეხზე ამდენწლიანი მცდელობის შემდეგ მაინც ვერ დადგა. აუტანელი იყო უკვე ასეთი უნიათო ყოფა პატარა ომეგასათვის.

_უკვე ცხრამეტის ვარ, ჩემი სული კი ისეთი ჩამომჭკნარია, როგორც გუშინდელი ვარდები, ვაზაში მყოფთ თავი რომ დაუხრიათ და ნახევარი ფურცლები ძირს დასცვენიათ. თე, ასე მგონია, ნელ-ნელა მეც მცვივა ფურცლები და საბოლოოდ ცარიელი ღერო დავრჩები, შემდეგ შემოვა დეიდა სუზი და ნაგავში მომისვრის.

განა რამდენსღა გაუძლებდა ომეგა?! ოპერაციას ოპერაციაზე იკეთებდა, შემდეგ კი ხელმეორედ აბრიალებული იმედის ნაპერწკალი უშედეგოდ დასრულებული ოპერაციისთანავე ისე ქრებოდა, როგორც ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი ღამის სიბნელეს სწრაფად რომ ტოვებს ხოლმე.

ათრთოლებულ ტუჩებს კბილებით ეთამაშებოდა, ცდილობდა, ბოლომდე არ გატეხილიყო. აღარ უნდოდა ომეგას, ისევ საყვარელი ალფის მკლავებში გულამოსკვნილს, საცოდავად ეტირა. ნაზი შეხება იგრძნო წელზე, ძლიერ მოეხვია უფროსი ომეგას და წამიც არ უყოყმანია, ისე მაგრად აეკრა თეჰიონს. მისი სიახლოვე, მისი სურნელი, მისი ხმა და საერთოდ ეს ალფა, ასე დადებითად რომ მოქმედებდა მასზე, ერთადერთი იყო ამქვეყნად და ამის სჯეროდა.

_მე გავხდები შენი ფეხები, შენს ყოველ ნაბიჯს მე გადავდგამ წინ და მერწმუნე, ერთ დღეს ხელჩაკიდებულები შევძლებთ ლავანდით მოფენილი მინდვრის გადაკვეთას ყოველგვარი ეტლის გარეშე. ისე, როგორც შენ გსურს.

ალფასთვის ჯონგუკი ლავანდა იყო, იასამნიფრად, ვნებისფრად გადაღებილი, ლამაზად აზიდული ფურცლებით. ზუსტად ამავე ყვავილის სურნელს ატარებდა თავად ომეგაც.

_დავიღალე. დავწვეთ, გთხოვ.

დაღლილმა მიასვენა თავი ბალიშზე. ხედავდა, როგორ ჩაუცურა სპორტული შარვალი თეძოებზე, მის ფეხებს, არაფრისმქმნელ კიდურებს ჩამოატარა თითები ალფამ, საერთოდ ვერ გრძნობდა შეხებას. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, მზერა მოაშორა თეჰიონს და ასე მანამ ჰქონდა თვალები მიპყრობილი ფანჯარაზე, სანამ დასაძინებლად გამოწყობილს კიმიც გვერდით არ მიუწვა.

თანის ხალიჩაზე მოუწევდა ძილი, ალფამ ძალით გადასვა ბეწვის გორგალი საწოლიდან.

მხოლოდ ერთი ფეხი წამოუწია ისე, საკუთარ ფეხებშორის რომ მოექცია, მკერდზე მიაწვა ომეგა. ასე კარგად ესმოდა საყვარელი ალფას გულისცემა. თეჰიონი ფიქრობდა, ომეგას რომ შესძლებოდა, ( უთუოდ შეძლებდა ამას, სულ ცოტაც და ფეხზე დადგებოდა) საყვარელი პოზის არჩევა, ეს ალფასთან ფეხებახლართული, მკერდზე თავჩამოდებული, მკლავით თეჰიონის ძლიერ სხეულზე მოჭიდებული ძილი იქნებოდა.

_ფეხზე დაგაყენებ, გპირდები.

მათ შორის იყო ნდობა.

იყო ერთმანეთის რწმენაც.

ომეგას ნდობა ჰქონდა იმ ალფას მიმართ, რომელსაც მისი უსიტყვოდ ესმოდა. თითქოს ერთმანეთისთვის წელიწადის სხვადასხვა დროის დამახასიათებელი ამინდები ყოფილიყვნენ... თუმცა ამინდსაც დაეკარგა ბალანსი.  სეზონისამებრ ჰფანტავდა თებრვლის ბობოქარი და ამავედროს, მუდამდღე დინჯი წაბლისფერთმიანი ალფა უმცროსის სულში გაბატონებულ მძიმე, ნოტიო ღრუბლებს. მეხის გავარდნასავით იყო ტკივილი უმცროს რომ სჭამდა შინაგანად, თუმცა გაელვებამდე ბზარებად, გულისწამღებად აჟღერებულ გრუხუნს წააგავდა სულის სიღრმეში ჩაღვენთილი იმედი, იმედი იმისა, რომ ერთ დღეს აღარ იქნებოდა ამდენად უსუსური, ერთ დღეს თავადაც შეძლებდა ყვავილებიან მინდორში, დაცვარულ ბალახზე ფეხშიშველა სირბილს. 

დიახ, ენდობოდნენ. ყველაფრის მიუხედავად, სწამდათ ერთმანეთის, სჯეროდათ ერთმანეთის სიტყვის და იცოდნენ, თუ ჯონგუკი ერთ დღესაც იტყოდა, კვლავ ვცდი სიარულსო, კიმი მისთვის ლამპრით განათებულ გზად იქცეოდა, იმ ნაკვალევად გარდიქცეოდა, რომელსაც ფეხდაფეხ გაყვებოდა უმცროსი.

წლების შემდეგ <●>

"საბოლოოდ მე დავრწმუნდი, რომ შენ იყავი ჩემი საყრდენი, ჩემი გზამკვლევი და მე ვირწმუნე შენი. ჩვენი ვირწმუნე და, აი, ისევ ვგრძნობ, როგორი ცივია, თუმცა ამასთანავე საოცრად სასიამოვნო ამ ბალახის სისველე საკუთარ ფეხქვეშ. მაგრად ჩამკიდე ხელი და მე ისევ ისე გამოგყვები ბოლომდე, როგორც მთელი ეს დრო. მიყვარხარ, ჩემო ალფა"

გაისმა ხმა ალფას გონებაში. თეჰიონს ღიმილიანი მზერა წამით არ მოუშორებია მისგან მოშორებით, ნამიან, მწვანე ბალახზე მორბენალი ჯონგუკისგან, აქეთ, მისი ალფისკენ რომ გადმოჰქონდა ყურადღება ხშირ-ხშირად და ხმამაღლა, ბედნიერებით გალაღებული კისკისებდა გაშლილ სივრცეში. ამდენ ლავანდის ყვავილს შორის მხოლოდ ის ერთი ანათებდა, ის და მეტი არცერთი.

"მაგრად ჩაგკიდებ ხელს, ყვავილო, შენ მხოლოდ ასე თავისუფლად მომასმენინე ეს საოცარი სიცილის ხმა. მიყვარხარ უსასრულოდ, ჩემო ომეგა"

☆☆☆☆☆☆☆

რატომ მგონია, რომ ყველაზე მეტად მომწონს?! მეტირება და არ ვიცი, რას დავაბრალო ჩემი ასეთი ემოციურობა.

ლავანდის ყვავილს რომ დავაკვირდი, თეგუკის ფერებში.
💜💚
სათაურზე საფიქრალად ზედმეტად დაღლილი ვარ და უცებ ლავანდა ბოიმ გამიელვა თავში, ხოდა მომწონს, თან ჩემს გუგუნას ქოჩორი იასამნისფერი აქვს. (რა ამბავია, ყველაფერი რატომ მომწონს?! საკუთარ თავს არ ვგავარ😼)

ბოლო დღეებია რაღაც სასიამოვნო მინდოდა დამეწერა. გუშინ საღამოს ვატპადის დრაფტებში გადავხედე ჩემს ნაწერებს, სულ პაწიაზე რომ მქონდა დაწყებული და შეწყვეტილი. ესეც ერთ-ერთი მათგანი იყო. მომეწონა და, აი, აგერაა ჩემი პირველი ომეგავერსი. რამე უზუსტობა თუ იქნება, შეგიძლია შემისწოროთ. 

ხო, ცოტას შევისვენებ მეთქი და აქ ვარ, მაგრამ ჯერ ისევ ვისვენებ ვატპადისგან და რამე იდეა თუ გაჩნდება, (სინამდვილეში ერთი ისევ მაქვს🙈) დავწერ და მოგიტანთ.

სასიამოვნო ღამეს გისურვებთ მუდამ თქვენი ტანტალა ფერია!

ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒🧚‍♀️

Comment